გუშინდელი ”ასწლეულის კომეტა”, დღეს უკვე ჩვეულებრივი კოსმოსური ობიექტია. თუმცა ეს, რა თქმა უნდა, მეცნიერების ინტერესს არ ანელებს, რომლებიც ISON-ის მზესთან მიახლოებას მოუთმენლად ელიან. ეს არის იშვიათი შესაძლებლობა მზის სისტემის თავდაპირველი ნიმუშის კვლევისა, რომლის ასაკი დაახლოებით 4 მილიარდი წელია.
მოსამზადებელი სამუშაოები მაშინვე დაიწყო, რაც ნასამ კოსმოსური აპარატი Deep Impact-ის დაკარგვის შესახებ გააკეთა განცხადება.
აღმოჩენისას კომეტა ISON-ი იმდენად ელვარე იყო, რომ ეგონათ მთვარესაც კი გადაფარავდა თავისი სიკაშკაშით. სინამდვილეში კი არც თუ ისეთი ელვარე აღმოჩნდა, როგორსაც ვარაუდობდნენ.
”აქამდე ჩვენ არასოდეს გვინახავს კომეტა, რომელიც ასე ახლოს უნდა მივიდეს მზესთან” – ამბობს კარლ ჰერგენროზერი არიზონას უნივერსიტეტიდან. ISON-ზე ჩასატარებელი დაკვირვებებისთვის მოსამზადებლად ასტრონომებს საკმაო დრო ჰქონდათ. პირველი დაკვირვებები 1 ოქტობრისთვის არის დაგეგმილი, როცა ის 10 მილიონი კილომეტრის მანძილზე ჩაუფრენს მარსს. ტელესკოპი HiRISE, რომელიც ნასას მარსის ორბიტალურ მზვერავზეა(MRO) დაყენებული(მარსის ორბიტალური მზვერავები), ”ჰაბლთან” ერთად, კომეტის მკაფიო ფოტოებს გადაიღებს. ევროპული ”მარს-ექსპრესიც” კომეტაზე დაკვირვებებით დაკავდება. ეს ყველაფერი ასევე ნასას მარსმავლებსაც ეხებათ – ”ცნობისმოყვარე” და Opportunity(”ხელსაყრელი შემთხვევა”).
სამწუხაროდ, ნასას კოსმოსური ზონდი Deep Impact-ი ამ ღირსშესანიშნავ ამბავს ვეღარ შეუერთდება. ის, კომეტა Tempel 1-ის კვლევით არის ცნობილი(2005). წინა თვეში ნასამ მასთან კონტაქტი დაკარგა და ახლახანს, მისიის დასრულების შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა(კომეტებზე მონადირენი).
ისე არ გამოჩნდება? თუ მაინცდამაინც ტელესკოპი უნდა
gamochndeba, ogornd iseti brdgviala ar iqneba rogorc egonat:)
იმედია სულ ცოტათი მაინც გამოჩნდება. 🙁