ამ მკაფიო გამოსახულებაზე, მზის სისტემის ყველაზე დიდი თანამგზავრი – განიმედე, ყველაზე დიდი პლანეტის – იუპიტერი, გვერდზე პოზირებს. ფოტოსურათი 10 მარტსაა გადაღებული, მცირე სიმძლავრის ტელესკოპით, პლანეტა დედამიწადან. მასზე, დიდი წითელი ლაქაც ჩანს – მზის სისტემის ყველაზე დიდი ქარიშხალი. განიმედეს დიამეტრი 5260 კილომეტრია. ის, გალილეისეულ დანარჩენ სამ თანამგზავრზე დიდია, ასევე სატურნისეულ ტიტანზეც, რომლის დიამეტრი 5150 კილომეტრს უტოლდება, ასევე ჩვენს მთვარეზეც – 3480 კილომეტრი. დიდი წითელი ლაქას დიამეტრი დაახლოებით 16 500 კილომეტრია, თუმცა ახლახანს ის დაპატარავდა. მზის სისტემის დომინანტი გაზის გიგანტის ეკვატორული დიამეტრი 143 000 კილომეტრია, რაც მზის დიამეტრის 10%-ს შეადგენს(მზის სისტემის უჩვეულო მთვარეები).
იუპიტერი, განიმედე, დიდი წითელი ლაქა
Posted by