ზღვის მარილი ევროპაზე?

 10 წელზე მეტია, რაც მენციერები ყინულოვანი ევროპას ზედაპირზე არსებული ნაპრალებითა და მათში შემჩნეული მუქი ფერის ჩანართებით არიან დაინტერესებულნი, სხვა შედარებით ახალგაზრდა გეოლოგიური თავისებურებებითაც, ასევე უჩვეულო შავი მასალით მათზე. მეცნიერთა აზრით, ამ მთვარის მიწისქვეშა ოკეანეს, ზედაპირთან აქვს კონტაქტი, ბნელი ნივთიერება კი ზღვის მარილია.evropa 1990

 სხვა მკვლევართა აზრით, ევროპას ოკენა მარილიანი შეიძლება იყოს, როგორც დედამიწისეული ოკეანეები. ოკეანე, ქვიან ფსკერთან კონტაქტირებს, რომელიც მას მინერალური საკვები ნივთიერებებით ამარაგებს, რაც თავის მხრივ, ჰიპოთეტური ცოცხალი ორგანიზმებისათვის არის აუცილებელი კომპონენტი.მაღლა ამომავალ წყალს ეს მარილი ზედაპირზე ამოაქვს და ევროპას სიღრმეებში სიცოცხლის შესაძლო არსებობისკენ მიგვანიშნებს.


ანტენა სამწუხაროდ ბოლომდე არ გაიშალა, თუმცა, აპარატმა(”გალილეო”) მაინც შეძლო დედამიწაზე უნიკალური მონაცემების გადმოცემა.

 ადრინდელი კვლევების მიხედვით, რომელიც ”გალილეო”-დან მიღებულ მონაცემებს ეფუძნება, ნაპრალები შავად გოგირდისა და მაგნიუმის შემცველი შენაერთებით არის შეღებილი. ეს შენაერთები კი იუპიტერის ძლიერი მაგიტური ველიდან მომავალი გამოსხივების ზემოქმედების ქვეშ არიან. ექსპრიმენტები აჩვენებს, რომ ამ ფაქტორებით, მხოლოდ ძველი ნაპრალების ფერი შეიძლება აიხსნას, შედარებით ახალგაზრდა რეგიონების ბნელი ფერი კი ზღვის მარილით.


იუპიტერს ძალიან ძლიერი მაგნიტური ველი აქვს, რომელიც მეზობელ სატურნამდეც კი ვრცელდება, ხოლო მისი თანამგზავრები ველის შიგნით არიან მოქცეული.

 ახალ ექსპერიმენტებში გამოყენებული იქნა ჩეულებრივი მარილის(ნატრიუმის ქლორიდი) ნიმუშები, ასევე სხვა მარილების წყალხსნარები. ვააკუუმიან კამერაში, ევროპაზე არსებული პირობების იმიტაცია მოხდა, ტემპერატურით – 173 გრადუსი. ელექტრონების ნაკადი, ზედაპირის ინტენსიური რადიაციული ფონის იმიტაციას ახდენდა. თეთრი ფერის ნიმუშებმა, თანდათანობით მუქი მოყვითალო-ყავისფერი ელფერი მიიღეს, როგორც ევროპისეულ ნაპრალებში, მსგავსი იყო მათი სპექტრებიც. რაც უფრო დიდი ხანი გრძელდებოდა ექსპერიმენტი, მით მეტად შავდებოდა ნიმუშები, რითაც შეიძლება დადგინდეს, რამდენად ძველია იუპიტერისეული ამ მთვარის რეგიონები.

evropaze zondi

 NASA-მ ჯერ ახლახანს ამოარჩია ევროპას შესასწავლი 15 წინადადება, კვლევის პირველი ეტაპის ჩარჩოებში, ინოვაციური კონცეფციების პროგრამიდან(NIAC). ერთ-ერთი ასეთი წინადადება ”რობოტიზირებული კალმარით” ან წყალქვეშა ყველგანამვლით კვლევას ითვალისწინებს(ქაღალდზევეა სხვა იდეაც – NASA იუპიტერის ევროპასთვისაც იცლის). კალმარის საცეცები, ოკეანის ლოკალურად ცვლადი მაგნიტური ველიდან ენერგიის ელექტრიდინამიკური შემგროვებლების როლში გამოვლენ.

 ოკეანის კვლევა შორიდანაც შეიძლება, კოსმოსური თანამგზავრის საშუალებით, თუმცა რა ჯობია თვით ოკენეში ყოფნას, მასში თევზივით ცურვასა და ისტორიაში პირველად ასე ახლოდან შესწავლას(გიგანტური პოლარული გეიზერები ევროპაზე).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.