რა ემართება იუპიტერის დიდ წითელ ლაქას? გაზის გიგანტი იუპიტერი, მზის სისტემის ყველაზე დიდი ობიექტია, დედამიწაზე 320-ჯერ მასიური. იუპიტერზე ბობოქრობს ცნობილთა შორის ყველაზე დიდი და ხნიერი ქარიშხალი — დიდი წითელი ლაქა, ამ ფოტოზე ჩანს მარცხნივ. ლაქა, დედამიწაზე დიდია, თუმცა, მისი ზომა მცირდება. ისტორიულ ჩანაწერებთან შედარება გვიჩვენებს, რომ ქარიშხლის ფართობი ახლა 150 წლის წინანდელის მესამედს შეადგენს. ნასას პროგრამა OPAL (გარე პლანეტების ატმოსფეროების კვლევა), ამ ქარიშხალს მუდმივად უთვალთვალებს, მათ შორის, “ჰაბლითაც“. 2016 წელს გადაღებულ ფოტოზე, იუპიტერის ფერთა წითელი ნაწილი სპეციალურად არის გაძლიერებული. ბოლო დროს მიღებული მონაცემებით დგინდება, რომ ლაქის ფართობი მცირდება, სიმაღლე კი იზრდება. დიდი წითელი ლაქის მომავალი ჯერჯერობით უცნობია, ხოლო თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება, იგივე დაემართება, რაც სხვა მცირე ზომის ლაქებს – სრული გაქრობა (კიდევ დწლ-ს შესახებ).
იუპიტერი და კლებადი დიდი წითელი ლაქა
Posted by