ღამის ცის თვალიერებისას, ორიონის წელი (მითიური მონადირე) ყველას გვინახავს, ოღონდ არა ისეთი, როგორიც ამ ფოტოზეა. წელი, სამი ელვარე ვარსკვლავით არის ფორმირებული — მინტაკა, ალნილამი და ალნიტაკი (მარცხნიდან მარჯვნივ) (ორიონის დელტა – სამმაგი ვარსკვლავი). დანარჩენი ვარსკვლავები დამუშავების დროს არის ამოღებული, მანათობელი გაზისა და ბნელი მტვრის ღრუბლების უკეთ გამოსაჩენად. ამ ღრუბელთაგან ზოგიერთს, უჩვეულო ფორმა მიუღია, მაგალითად, ნისლეული ცხენის თავი და ალი, ალნიტაკთან ახლოს, ქვემოთ მარჯვნივ. ამ ადგილამდე მანძილი სულ რაღაც 1500 სინათლის წელია და ის, ერთ-ერთი ყველაზე ახლოს მდებარე და კარგად შესწავლილი ვარსკვლავწარმომქმნელი რეგიონია (კიდევ ორიონის შესახებ).
გაზი და მტვერი ორიონის წელთან
Posted by