ამერიკელმა მეცნიერებმა, იუპიტერის ატმოსფეროში გიგანტური ღრუბლები აღმოაჩინეს და შესაბამისი გამოსახულებებიც წარმაოდგინეს, ასევე შეადგინეს ამ პლანეტის გაზის გარსის დეტალური რადიო რუქა, მათ შორის, დიდი წითელი ლაქისაც (Science).
რუქაზე, ატმოსფეროს რამდენიმე სტრუქტურა იკვეთება: ამონიუმის ჰიდროსულფიდის ღრუბელი (-73 0C) და ამიაკის ღრუბელი (-113 0C). ოპტიკური ტელესკოპებით ამ ღრუბლების დანახვა დედამიწიდანაც შეიძლება. ატმოსფეროს სიღრმეში, როგორც მეცნიერები ამბობენ, ამიაკის შემცველობა სულ უფრო მცირდება.
რუკაზე აღნიშნუალია მონაკვეთები, სადაც ამიაკი პრაქტიკულად არ არის, მათ შორის კი ამ შენაერთით მდიდარი ჩანართებია. იქ, პლანეტის წიაღიდან ამოსული ამიაკის ნაკადები არსებობს. რადიოდიაპაზონში დაკვირვებით, იუპიტერის გაზის გარსში, ოპტიკურ დიაპაზონში უხილავი დეტალების გარჩევაა შესაძლებელი.
ატმოსეფროს ზედა ფენებში არსებული ამიაკი, რადიოგამსოხივებას კარგად შთანთქავს. ამ ეფექტის სიძლიერის მიხედვით, მეცნიერებმა ამიაკის შემცველობის დადგენა შეძლეს, შეიქმნა ატმოსფეროს გარე ფენების რუკაც, დადგინდა გაზების განაწილება მასში, ასევე ღრუბლების ევოლუცია 100 კილომეტრის სიღრმემდე.
ატმოსფერული ეფექტები გაზის გიგანტის წიაღიდან ამოსული სითბოთი აიხსნება, რომელიც ცირკულაციურ ნაკადებს ქმნის. სავარაუდოდ, მზის სისტემის სხვა გაზის გიგანტებზეც (ქარიშხალი მონსტრი სატურნზე, ანომალური ამინდი ურანზე, ნეპტუნი) ანალოგიური მექანიზმი იმოქმედებს.
ხსენებული რუქის შესადგენად, ძალიან დიდი რადიოტელესკოპი (VLA) იქნა გამოყენებული. დიდი წითელი ლაქის სიგრძე 40 ათასი კილომეტრია, სიგანე კი 13 ათასი კილომეტრი, დედამიწის ყველანაირ წრფივ ზომებზე მეტი. ლაქა, მზის სისტემაში ცნობილთა შორის ყველაზე დიდ ატმოსფრულ ხვეულს წარმოადგენს, მასზე დაკვირვება ტელეკსოპის გამოგენების ეპოქიდან ხდება (იუპიტერი, განიმედე, დიდი წითელი ლაქა).