ცოცხალია თუ არა Kepler-62f ?

 ”ამ ეგზოპლანეტის ატმოსფეროს მრავალფეროვანი შემადგენელი, თბილი გარემოსა და წყლის თხევად მდგომარეობაში არსებობისათვის საჭირო პირობების არსებობას უნდა უზრუნველყოფდეს. ის, სიცოცხლისათვის თავსებადი პლანეტობის სერიოზული კანდიდატია ” – ამბობს აომავა შილდსი, კვლევის წამყვანი ასტროფიზიკოსი.

 დედამიწის ატმოსფეროში ნახშირორჟანგის შემცველობა 0,04% უტოლდება. იმის გამო, რომ Kepler-62f თავისი ვარსკვლავიდან გაცილებით შორს არის, ვიდრე დედამიწა მზიდან, ამ პლანეტაზე ძალიან ბევრი ნახშირორჟანგი უნდა იყოს, რათა თბილი კლიმატი შენარჩუნდეს.

 კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა, ორბიტისა და კლიმატის მოდელების შეთავსება მოახდინეს, რათა Kepler-62f-ის სიცოცხლის არსებობისათვის თავსებადობა დაემტკიცებინათ. ქნარის თანავარსკვლავედის მიმართულებით, დედამიწიდან 1200 სინათლის წლის მანძილზე მდებარე Kepler-62f, ჩვენს პლანეტაზე 40%-ით დიდია. ასეთი ზომებიდან გამომდინარე ის კლდოვანი პლანეტების სიაში ხვდება, რომელზეც ოკეანეებიც შეიძლება იყოს, ამბობს შილდსი.

 სისტემაში არსებული 5 პლანეტიდან, რომლებიც მზეზე პატარა და ცივი ვარსკვლავის გარშემო ბრუნავს, Kepler-62f გარე ორბიტაზე მოძრაობს. ”კეპლერი”, პლანეტისა და მისი ატმოსფეროს შემადგენლის, ორბიტის ფორმის შესახებ ინფორმაციას ვერ იძლევა.

 მეცნიერთა ჯგუფმა მოდელირება ჩაატარე გათვალისწინებით იმისა, რომ Kepler-62f-ის ატმოსფეროს სისქე დედამიწისეულის მსგავსი ან 12-ჯერ მეტი შეიძლება იყოს. ნახშირორჟანგის კონცენტრაციაც დედამიწის მსგავსი ან 2500-ჯერ მეტი.

 შილდსის თქმით, პლანეტა რომ წლის განმავლობაში სასიცოცხლო გარემოს შენარჩუნება შეძლოს, მისი ატმოსფერო დედამიწისეულზე 3-5-ჯერ სქელი უნდა იყოს და მთლიანად ნახშირორჟანგისგან უნდა შედგებოდეს. ამ გაზის რაოდენობა მართლაც დიდი შეიძლება იყოს, თუ ვარსკლავიდან მის დაშორებას გავითვალისწინებთ.

 ”თუ ნახშირორჟანგის დიდი რაოდენობით გენერაციის მექანიზმი ამ პლანეტას არ გააჩნია, მაშინ მისი ორბიტის კონფიგურაციის თავისებურებამ შეიძლება გაათბოს ზედაპირი” – ამბობს შილდსი(ეგზოპლანეტები;გაუგებრობა კეპლერ-452b-სთან დაკავშირებით).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.