სამყაროს ზესწრაფი გაფართოება

 ამერიკელმა ასტროფიზიკოსებმა, ნობელის პერემიის ლაურეატის, ადამ რისის მეთაურობით, აღმოაჩინეს, რომ სამყარო გაცილებით სწრაფად ფართოვდება, ვიდრე აქამდე ითვლებოდა(nasa).

 ჰაბლის მუდმივას გამოთვლილი მნიშვნელობა, რომელიც სამყაროს გაფართოების ტემპს აღწერს ასეთია -73,23 კილომეტრი წამში მეგაპარსეკზე, რაც მისიებით – ”პლანკი” და WMAP, მიღებულ შეფასებებს 5-დან 9-მდე პროცენტით აღემატება.

მეცნიერებმა, დამზერილს ორგვარი ახსნა მოუძებნეს – ბნელი ენერგია და ბნელი რადიაცია(თითქმის სინათლის სიჩქარი მოძრავი ნაწილაკების ნაკადები, მათ შორის ნეიტრინოებისაც).

 კოსმოსური ტელესკოპის – ”ჰაბლი”, საშუალებით ასტროფიზიკოსებმა 19 გალაქტიკის 2,4 ათასი ცეფეიდისა და 300 Ia-ს ტიპის ზეახლის დამზერადი ელვარება შეადარეს. ამ ვარსკვლავებს კოსმოლოგიური მანძილებისა და ჰაბლის მუდმივას დასადგენად იყენებენ(მანძილები კოსმოსურ ობიექტებამდე, პარალაქსი).

 ახალი შედეგი იმას ნიშნავს, რომ კოსმოსურ ობიექტებს შორის მანძილი ყოველი 9,8 მილიარდი წლის განმავლობაში ორმაგდება. მომავალში, მეცნიერები ეცდებიან ჰაბლის მუდმივას სიზუსტე 1 პროცენტამდე გაზარდონ(”პლანკმა” ნეიტრინო დაამძიმა).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.