კოსმოსური აპრატი – ”განთიადი”(Dawn) ჯუჯა პლანეტას – ცერესი, ისეთს ხედავს, როგროც ჩვენ ვხედავთ ვენერას, ანუ პატარა წერტილის სახით. მიუხედავად ამისა, Dawn-ის კამერებმა მისი ფოტოგრაფირება უკვე დაიწყეს, რომელთა ხარისხი ”ჰაბლის” მიერ დედამიწისმახლობელი ორბიტიდან გადაღებული ფოტოების ხარისხს ნამდვილად ჩამოუვარდება. მიახლოებასთან ერთად ხარისხიც გაუმჯობესდება, გარკვეულ მომენტში კი ”ჰაბლით” გადაღებულ სურათებსაც აჯობებს.
შეგახსენებთ, რომ კოსმოსური აპარატი ”განთიადი” კოსმოსში 2007 წლის 27 სექტემბერს გაუშვეს. 2009 წლის 4 თებერვალს მარსთან ახლოს ფრენისას, აპარატმა გრავიტაციული მანევრი ჩაატარა და კიდევ უფრო მეტი აჩქარების მიღებით მთავარი ასტეროიდული სარტყლისკენ გაემართა. 2011 წლის 16 ივლისს კი პროტოპლანეტა ვესტას ორბიტაზე გავიდა(მიწიერი მზვერავი ვესტასთანაა), სადაც 14 თვის განმავლობაში ვესტას კარტოგრაფირებასა და კვლევას ატარებდა(უცნაური ხევები ვესტაზე; კიდევ ვესტაზე; ვესტა).
ვესტასთან ჩატარებული სამუშაოების მერე, 1240 კილოგრამიანმა კოსმოსურმა აპარატმა თავისი იონური ძრავები ჩართო და ჯუჯა პლანეტა ცერესისკენ გაემართა, რაც უკვე ნახევარი წელია გრძელდება. გეგმის მიხედვით, ცერესთან ახლო შეხვედრა 2015 წლის მარტში უნდა შედგეს, რაც ამ ობიექტის ხელოვნური თანამგზავრით კვლევის პირველი შემთხევვა იქნება(ჯუჯა პლანეტები).