უცნაური ხევები ვესტაზე

 კოსმოსურმა აპარატმა – „განთიადი“, ასტეროიდ ვესტაზე უცნაური ფორმის ხევები აღმოაჩინა, მათი წარმომავლობა ჯერჯერობით დაუდგენელია(NASA).

 ასტეროიდზე კრატერების ეროზიის შესწავლის დროს, მეცნიერებმა ორი ტიპის ხრამები აღმოაჩინეს, რომლებიც ერთმანეთისგან ზომებითა და ფორმებით განსხვავდებიან. სწორხაზოვნები და მოკლეები ადვილად იქნენ იდენტიფიცირებული, როგორც მშრალი ნაწილაკებისგან წარმოქმნილი ნაკადების კვლები. ისინი ქვიშის ჩამოცვენის დროს ჩნდებიან.

 თუმცა, ასტეროიდის ზოგიერთ რაიონებში უფრო გრძელი და მიხვეულ-მოხვეული მეორე ტიპის ხევები აღმოაჩინეს. ისინი ჩვეულებრივ V-ს მაგვარი ჩაღრმავებებიდან იწყებიან, ერთმანეთს ერწყმიან და ბრტყელი მინაკვეთებით მთავრდებიან.

 კონკრეტულად რომელი პროცესები არიან ასეთი სტრუქტურების წარმოქმნაზე პასუხისმგებელნი, ჯერეჯრობით გაუგებარია. მეცნიერთა თქმით, ასეთი ჩახრამული ადგილები დედამიწაზე, მაგალითად, არიზონას ასტეროიდისგან გაჩენილ კრატერში წყლის დინებითაა წარმოქმნილი. ადრე მარსზეც იქნა ასეთი სტრუქტურები აღმოჩენილი, მათი წარმომავლობა საკამათოა. ზოგიერთი სპეციალისტი თვლის, რომ ისინი წყლის დინების შედეგად გაჩდნენ, სხვები ნახშირჟანგის გაზებს ან აქამდე უცნობ მექანიზმებს მიაწერენ(კიდევ ვესტაზე; ვესტა).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.