2017 წლის 6 სექტემბერს, მენციერებმა ბოლო 12 წლის განმავლობაში მზეზე მომხდარი უძლიერესი ანთება დააფიქსირეს – X9.3 – ასოითი აღნიშვნა X ექსტრემალურად ძლიერი ანთებების კლასს აღნიშნავს, ციფრები – ანთების ძალას. მილიარდობით ტონა მატერიის ამოფრქვევა დედამიწის ყოფაზეც აისახა. მეორე ძლიერი ანთება(X1.3) 7 სექტემბრის საღამოს დაფიქსირდა, ხოლო მესამე – 8 სექტემბერს.
მზე უზარმაზარ ენერგიას ასხივებს კოსმოში
მზიური ანთებები რენტგენის გამოსიხვების სიმძლავრის მიხედვით 5 კლასად იყოფა: A, B, C, M და X. მინიმალური A0.0, ნიშნავს 10 ნანოვატს კვადრატულ მეტრზე დედამიწის ორბიტასთან, შემდეგი ასოითი მნიშვნელობა სიმძლავრის ათჯერ ზრდას აღნიშნავს. ყველაზე უფრო ძლიერი ანთებების დროს, რამდენიმე წუთის ინტერვალში გარემო სივრცეში ენერგია იფრქვევა, რომელიც ასეულობით მილიარდ მეგატონას უტოლდება ტროტილის ექვივალენტით. ეს არის მზის მიერ ერთ წამში გამოსხივებული ენერგიის მეხუთედი და მთელი ენერგია რომელსაც კაცობრიობა მილიონი წლის განმავლობაში გამოიმუშავებს(დღევანდელი ტემპით)(თერმობირთვული რეაქცია – ვარსკვლავების ენერგიის წყარო).
მოსალოდნელია გეომაგნიტური ქარიშხალი
რენტგენის გამოსხივება(სინათლის სიჩქარე) დედამიწამდე 8 წუთში მოდის, მძიმე ნაწილაკები – რამდენიმე საათში, პლაზმის ღრუბელი – 2-3 დღე-ღამეში. პირველი ანთების კორონალურმა(გვირგვინი) ამონაფრქვევმა დედამიწამდე უკვე მოაღწია, ასი მილიონი კილომეტრის ზომის პლაზმის ღრუბლის სახით. G3-G4 დონის გეომაგნიტური ქარიშხალი(მაქსიმუმი G5), გუშინ საღამოს დამთავრდა. მეორე და მესამე გზაშია, შედეგებს მომავალი კვირის დასაწყისში უნდა ველოდეთ.
რა შეიძლება მოყვეს ანთებებს, დიდი ხანია ვიცით
პოლარული ნათებები ამ მოვლენისთვის არადამახასიათებელ ქვედა გრძედებზეც იქნება. ა.შ.შ-ს ქალაქ არკანზასში ის უკვე იხილეს. დაფიქსირდა არაკრიტიკული ხარვეზები კავშირგაბმულობაში. დედამიწის ახლო ორბიტაზე რენტგენის გამოსიხვების მცირე მატება შეიმჩნევა. სამხედროების განცხადებით, თანამგზავრებსა და ზედაპირულ სისტემებს, ასევე საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მყოფ ასტრონავტებს საფრთხე არ ემუქრებათ(მრისხანე მზე).
დაბალ და გეოსტაციონალურ ორბიტაზე მოძრავი თანამგზავრები საფრთხეშია. ქვედა თანამგზავრები ატმოსფეროსთან ხახუნით შეიძლება დაზიანდეს, 36 ათასი კილომეტრით შორს მდებარე გეოსტაციონალური სატელეკომუნიკაციო თანამგზავრები კი პლაზმის ღრუბელს შეეჯახება. გეომაგნიტური ქარიშხლის ზემოქმედება ადამიანზე მეცნიერულად დამტიკცებული არ არის(მრისხანე მზე).
მოსალოდნელია მზიური აქტიურობის გაძლიერება
ბოლოს ასეთი ანთება 2005 წლის 7 სექტემბერს დაიმზირებოდა, კიდევ უფრო ძლიერი(Х28 !!!) კი 2003 წლის 4 ნოემბერს. 2003 წლის 28 ოქტომბერს, შვედეთის ქალაქ მალმეში მაღალი ძაბვის ტრანსფორმატორი გამოვიდა მწყობრიდან, რამაც დასახლებული პუნქტების 1 საათიანი ჩაბნელება გამოიწვია. ახლანდელი მდგომარეობა მაშინდელ სიტუაციას ჰგავს, როგორც ჩანს, ხსენებული რეკორდის მოხსნასაც უნდა ველოდეთ.
აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი 3 საუკუნის განმავლობაში კაცობრიობამ კიდევ უფრო მეტი სიმძლავრის მზიური ანთებებიც გადაიტანა. 1859 წლის სექტემბერში, ევროპისა და ჩრდილოეთ მაერიკის სატელეგრაფო სისტემა მწყობრიდან გამოვიდა. ამ მოვლენას ბრიტანელი ასტრონომი რიჩარდ ქერინგთონი აკვირდებოდა(მრისხანე მზე). ზოგიერთი კვლევის მიოხედვით, მაშინდელმა გეომაგნიტურმა ქარიშხალმა პლანეტის მხოლოდ ლოკალურ რეგიონებზე იმოქმედა.
მზიური ანთებების რაოდენობრივი აღწერა ძნელია
მზიური ანთებების ფორმირების აღმწერი რაიმე თანამიმდევრული თეორია ჯერ არ არსებობს. ჩვეულებრივ, ანთებები იქ ჩნდება, სადაც მზიური ლაქები სამხრეთ და ჩრდილოეთ პოლარულ რეგიონებს ეხება(გადატრიალება მზეზე). ამას ელექტრული და მაგნიტური ველების ენერგიათა სწრაფი გამონთავისუფლება მოყვება, რაც პლაზმის გაცხელებაზე მიდის(მისი შემადგენელი იონების აჩქარება).
ლაქები, ფოტოსფეროზე(მზის ზედაპირი) 2 ათასი გრადუსით დაბალი ტემპერატურის მქონე მონაკვეთებია. ყველაზე უფრო ბნელ ადგილებზე მაგნიტური ველის ძალწირები მზის ზედაპირის პერპენდიკულარულია, ხოლო დაძაბულობა, მის დედამიწისეულ ანალოგზე ათასეულობითჯერ მეტი(მზის გვირგვინისა და სპიკულების გამოცანა ამოხსნილია). ანთებები ამ ველების ლოკალური გეომეტრიის მკვეთრი ცვლილებით წარმოიქმნება.
ეს ანთებები მნათობის აქტიურობის მინიმუმს დაემთხვა. როგორც ჩანს, მზე ენერგიას იშორებს და მალე ისევ დაწყნარდება(მზის აქტიურობა და ციკლები). ასეთი მოვლენები ჩვენ ვარსკვლავსა და პლანეტას ადრეც ხშირად გადაუტანია. ის, რომ მოვლენა საზოგადოების გაძლიერებულ ყურადღებას იწვევს, კაცობრიობისთვის უეცრად გამოჩენილ საფრთხეზე კიარ მეტყველებს, არამედ მეცნიერულ პროგრესზე – ყველაფრის მიუხედავად, მეცნიერები სულ უფრო უკეთ ერკვევიან პროცესებში, რომლებიც ჩვენ ვარსკვლავზე ხდება და ამის შესახებ გადასახადების გადამხდელებს ატყობინებენ.
როგორ გავიგოთ რა ხდება
მზიური აქტიურობის შესახებ მონაცემები, ასევე ახლანდელი და მომავალი გეომაგნიტური სიტუაცია, ა.შ.შ-ს ოკეანისა და ატმოსფეროს კვლევის ნაციონალური სამმართველოს საიტზე შეგიძლიათ იხილოთ(მზე).