მზის აქტიურობა და ციკლები

  ეს არის მოვლენათა კომპლექსი, რომელიც მზეში გენერირებულ ძლიერ მაგნიტურ ველს უკავშირება. ამ ველის მოქმედება ფოტოსფეროზე აისახება, როგორც მზის ლაქები, ანთებები, აჩქარებული ნაწილკების ნაკადები, გამოსხივების ინტენსიურობის ცვლილება სხვადასხვა დიაპაზონებში, კორონალური ამოფრქვევები, მზის ქარის შეშფოთებები, კოსმოსური გამოსხივების ნაკადთა ვარიაციები (ფორბუშის ეფექტი) და სხვა.

 მზის აქტიურობის მაჩვენებელია ვოლფის რიცხვი – ლაქების რაოდენობა მზის ხილულ ნახევარსფეროზე. აქტიურობის დონეს პერიოდულობა ახასიათებს, დაახლოებით 11 წელი. XX საუკუნეში ეს პერიოდი 10 წელს უტოლდებოდა, ხოლო უკანასკნელი 300 წლის განმავლობაში, 7-დან 17 წლამდე ვარირებდა. მზის აქტიურობის ციკლებს მიმდევრობით ნომრავენ, პირობითად აღებული პირველი ციკლიდან, რომლის მაქსიმუმი იყო 1761 წელს. 2000 წელს, 23-ე ციკლის მაქსიმუმი დაიმზირებოდა.

 XVII საუკუნეში, მზის აქტიურობა და მისი 11 წლიანი ციკლი ძლიერ შესუსტებული აღმოჩნდა (მაუნდერის მინიმუმი), რის გამოც ევროპაში საშუალო წლიური ტემპერატურის შემცირება აღინიშნებოდა (მცირე გამყინვრების პერიოდი), სავარაუდოდ, დედამიწის კლიმატზე მზის ზემოქმედების გამო. არსებობს მოსაზრებაც, რომ XX საუკუნის მეორე ნახევარში დაწყებული გლობალური დათბობა, გარკვეულ დონემდე, მზის აქტიურობის მატებით უნდა იყოს გამოწვეული. მიუხედავად ამისა, ასეთი ზემოქმედების მექანიზმი ბოლომდე გარკვეული არ არის.

 მზის ლაქა AR 2673-74 და მისი შედარება ჩვენი პლანეტის ზომასთან. 24-ე ციკლი სრულდება, მაგრამ მნათობის ზედაპირზე ლაქები საერთოდ არ არის (2017 წ.).

 მზეზე დაკვირვების ისტორიაში, ლაქების ყველაზე მეტი რაოდენობა 1947 წლის აპრილში, მზის სამხრეთ ნახევარსფეროზე დაფიქსირდა. მისი მაქსიმალური სიგრძე 300 000 კმ-ს უტოლდებოდა, ხოლო მაქსიმალური სიგანე – 145 000 კმ-ს, დედამიწის ზედაპირის ფართობზე 36-ჯერ მეტი ფართობით. 172 ლაქისგან შემდგარი ჯგუფი, შეუიარაღებელი თვალითაც დაიმზირებოდა (დაისის დროს) და მზის ზედაპირზე 1947 წლის 31 მარტიდან, 14 მარტამდე გადაადგილდებოდა (აქტიური მზემილანკოვიჩის ციკლებიგამყინვარების ეპოქა შევაჩერეთ…მზე).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.