დიდი ლაქები მზის დისკოზე

 ამჟამად მზის დიკსოზე ლაქების დიდი ჯგუფი გადაადგილდება. ამ ჩახვეული მაგნიტური ძალწირების მქონე რეგიონს მზიური ანთების წარმოქმნა შეუძლია, რასაც მზის სისტემაში მაღალენერგიული დამუხტული ნაწილაკების გამოფრქვევა მოჰყვება. ასეთი მძლავრი პლაზმური ღრუბლის დედამიწის მაგნიტოსფროსთან შეჯახება ორბიტალურ თანამგზავრებსა და ზოგიერთ მათგანში მყოფ ასტრონავტებს დიდ საფრთხეს უქმნის. მეორეს მხრივ, ნაკლები სიმძლავრის ღრუბელს შთამბეჭდავი სანახაობა – პოლარული ნათება შეუძლია გამოიწვიოს. ფოტოზე წარმოდგენილი აქტიური რეგიონი, როგორიც ის ორი დღის წინათ იყო. მისი მარჯვენა ნაწილი კატალოგში AR 11785-ის სახელით, ხოლო მარცხენა AR 11787-ის სახელით ჩაიწერა. მზიური ლაქების ყველაზე ბნელ ნაწილებს პრაქტიკულად ვერტიკალურად მიმართული მაგნიტური ველი გააჩნიათ – ე.წ. უმბრა. მათი შემომფარგლავი, ბრინჯაოსფერი ელფერის უფრო ნათელი ლაქების მაგნიტური ველი თხელ, ბოჭკოვანი სტრუქტურის მაგნიტურ მილაკებშია თავმოყრილი – ე.წ. პენუმბრა. გამოსახულების ყვითელი ფონი მდუღარესავით მოძრავი მზიური გრანულებით არის დაფარული, რომელთა უმრავლესობის ზომა 1000 კილომეტრს აღწევს. რა დაემართებათ ამ ლაქებს მომავალში არავინ იცის, თუმცა კოსმოსური ამინდის მკვლევარები თვალს არ აშორებენ მათ(სუპერანთებები მზისმაგვარ ვარსკვლავებზე; აქტიური მზე; მზე).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.