ა.შ.შ-ს თავდაცვის სამინისტრო – ვარპ-ძრავა – ბნელი ენერგია

 2008 წლის აგვისტოში აშშ-ს თავდაცვის სამინისტრომ მეცნიერებს შესთავაზა დაკავებულიყვნენ საკითხთა განხილვით, რომლებიც ახალ აეროკოსმოსურ ტექნოლოგიებს, მათ შორის გადაადგილების, აფრენისა და უჩინრად დარჩენის ახალ მეთოდებს ეხება. ყველაზე უფრო საინტერესო იყო 34 გვერდიანი მოხსენება – ”ვარპ-ძრავა, ბნელი ენერგია და დამატებითი განზომილებებით მანიპულირება”. ეს დოკუმენტი 2010 წლის 2 აპრილს წარმოადგინეს, გასაჯაროება კი მხოლოდ ახლა მოხდა(Business Insider).

 მოხსენების ოპტიმისტური პათოსის მიუხედავად, კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ფიზიკოსს, შონ ქეროლს, რომელიც ბნელ ენერგიასა და ფარდობითობის ზოგად თეორიას სწვლობს, გამოქვეყნებულ დოკუმენტს დიდი სკეპტიციზმით გამოეხმაურა.

 ”ეს არის თეორიული ფიზიკის ფრაგმენტები, რომლებიც ისეა მოწოდებული, თითქოს მათი რეალურად გამოყენების ზღვართან ვიდგეთ. ეს ასე არ არის, მაგრამ ვერც ბოდვას ვუწდებ, ეს ხომ მაჰარაშის(ინდოელი გურუ, ტრანსცენდენტული მედიტაციის დამფუძნებელი) არ დაუწერია, რომელიც ცაში ფრენას სულიერი ენერგიის გამოყენებით გვიპრდება. ეს რეალური ფიზიკაა, ოღონდ არა ის, რასაც ხვალვე ერთ მთლიან, დასრულებულ სახეს მივცემთ და გამოყენების ვარიანტებს მოვუძებნით. აქამდე შეიძლება საერთოდაც ვერასოდეს მივიდეთ” – ამბობს ქეროლი.

 ვარპ-ველის ილუსტრაცია, რომელიც ”ალკუბიერის ძრავამ” უნდა წარმოქმნას.

 ანგარიშში საუბარია ბნელ ენერგიაზე(იწინასწარმეტყველა, ოღონდ მისი არსებობა ვერ დაამტკიცა ფზთ-ს მამამ ალბერტ აინშტაინმა(ალბერტ აინშტაინი – დაკარგული ხელნაწერი)), სივრცე-დროის გამამრუდებელ გრავიტაციულ ტალღებზე, კაზიმირის ეფექტზე, М-თეორიაზე, რომელიც დამატებითი განზომილებების არსებობას უშვებს და რომელთა ათვისებაც ვარპ-ძრავის ასამუშავებლად არის აუცილებელი. ნამუშევრის ავტორები აღნიშანვენ, რომ ამ საკითხების გადაწყვეტის შემთხვევაში, აინშტაინისეული ფუნდამენტური წესების გადაბიჯებას შევძლებთ – ვიმოძრავებთ სინათლეზე სწრაფად(სინათლის სიჩქარე).

 ბნელი ენერგიის საკმაო რაოდენობის გამოყენებით შესაძლებელი იქნება კოსმოსური ხომალდის წინ მდებარე სივრცის ”შეკუმშავა”, უკან კი – გაფართოება. ერთგვარ ბუშტულაში მოქცეული ხომალდი დეფორმაციისგან იქნება დაცული, ის ფაქტიურად არც იმოძრავებს – იმოძრავებს მისი შემომფარგლავი სივრცე, რითაც არც აინშტაინისეული პრინციპები დაირღვევა.

 ქეროლის თქმით, ”ეს სრული სისულელე არ არის”, რადგან მისი მათემატიკური მოდელი ჯერ კიდევ 1994 წელს მექსიკელმა ფიზიკოსმა მიგელ ალკუბიერემ შეიმუშავა(ხომალდი დრო-სივრცის დეფორმაციის ძრავით).

 ქეროლი – ”დავუშავთ, კენტავრის ალფას მონახულება გადვწყვიტეთ. სივრცე-დროის გამრუდების საშუალებით იმდენად ახლოს აღმოვჩნდებით მასთან, რომ არა ათეულობით ათასი წელი, არამედ ათეულობით დღე ფრენა დაგვჭირდება. სივრცე-დროის გამრუდება ამაში ნამდვილად დაგვეხმარება, მაგრამ შევძლებთ კი ასეთი ხომალდის აგებას? მეეჭვება”.

 ”ხსენებულ ვარსკვლავამდე მანძილი 4,3 სინათლის წელია. რამდენიმე კუბური მეტრის მოცულობის ხომალდით იქამდე მისაღწევად, ასტრონომიული მოცულობის უარყოფითი ენერგია დაგვჭირდება. გადააქციეთ დედამიწა ენერგიად – სწორედ ამდენი. უარყოფითი ენერგია და არა სხვა. წარმოდგენაც კი არავის აქვს, როგორ შეიძლება ამის გაკეთება”.

 თითქმის 10 წლის მერეც, დიდი ადრონული კოლაიდერის მუშაობის დაწყებიდან, რაიმე ისეთი ნაწილაკების ნასახიც კი არ გამოჩენილა, რომლებიც ბნელ ენერგიას იდუმალების ფარდას ახდიდა. ჩატარებული ექსპერიმენტები არც М-თეორიის შემდგომი განვითარების საშუალებას იძლევა.

 დავუშვათ, მოიძებნა ბნელი ენერგიის მიღებისა და ვარპ-ძრავისთვის პლანეტური მოცულობით მისი მიწოდების მეთოდი, ფრენის საჭირო მიმართულება და ხომალდიც გაიგზავნა.

 სივრცის გამრუდების გამო, ვარსკვლავებისკენ მფრენი მოგზაურები სტარტის თანავე დაკარგავენ ხომალდზე კონტროლს. არსებობს ალბათობა იმისა, რომ შავი ხვრელების ჰორიზონტთან და კოსმოსის სხვა ძალიან გამრუდებულ ადგილებთან წარმოქმნილი ჰოკინგისეული გამოსხივება არა მარტო ვარპ-ძრავის ფუნქციონირებას შეაფერხებს, არამედ ახლოს მოძრავი ხომალდის ეკიპაჟსაც დახოცავს.

 სასიკვდილო საფრთხის შემცველი იქნება ხომალდის დამუხრჭების პროცესიც. გამრუდებიდან გამოსული ხომალდი, კოსმოსურ მტვერსა და გაზს, მოგზაურობის საწყისსა და ბოლო წერტილებიდან რამდენიმე სინათლის წლის მანძილზე, დამუხტული ნაწილაკებისგან შემდგარ მომაკვდინებელ დარტყმით ტალღად გადააქცევს.

 ”ვარპ-მოგზაურობების შესაძლებლობის ხელაღებით უარყოფა ჯერ კიდევ არ შეგვიძლია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს შეუძლებელია. კიდევ უფრო უკეთესად რომ გვესმოდეს ფიზიკა, ეჭვი არ შეგვეპარებოდა, რომ ამის გაკეთება უბრალოდ შეუძლებელია” – აღნიშნავს ქეროლი.(სამყარო საკუთარი ხელებით: ინფლატონების თეორია; თხუნელას ორმოები „განმზიდველი უცხოპლანეტელების“ დახმარებით).

2 comments

  1. ყველაფერი შესაძლებელია, თუ აღმოჩნდება , რომ სამყარო მატრიცაა

  2. ასეთი გამოხმაურების მიზეზი უფრო ის მგონია, რომ მსგავსი ტექნოლოგიები არც საჯარო უნდა იყოს და არც ყველასთვის ხელმისაწვდომი.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.