შავი ხვრელის აორთქლება

შავი ხვრელის აორთქლება

 ფიზიკოსმა ჯეფ შთაინჰაუერმა(ტექნიონი, ჰაიფა, ისრაელი), შავი ხვრელის კვანტური ანალოგი შექმნა, მოახდინა მისი აორთქლების(ჰოქინგის ეფექტი) დამზერა და აღმოაჩინა კვანტური გადახლართულობა ორ ნაწილაკს შორის, რომლებიდანაც ერთ-ერთი ხვრელზე დაიცა, მეორე კი დაშორდა მას(Nature Physics).

 ექსპერიმენტით მიღებული შედეგები, რიცხვული მოდელირებით მიღებულს ემთხვევა. კერძოდ, გამოსხივების ტემპერატურა შეესაბამება სპექტრს, რომელიც ჰოქინგმა გამოითვალა.

 ლაბორატორიულ პირობებში შექმნილი ”შავი ხვრელი”, ბოზე-აინშტაინის ულტრაცივ კონდენსატში წარმოქმნილი ზებგერითი მოძრაობის უმცირეს არეს წარმოადგენა. მუდმივი სიჩქარით მოძრავი სივრცის ეს ნაწილი, შავი ხვრელის მოვლენათა ჰორიზონტის როლს თამაშობდა. კონდესატის მატერიის რილში კი რუბიდიუმის ატომები მოგვევლინა(ატომური მაცივარი), აბსოლუტურ ნულზე გრადუსის ერთ მემილიარდედამდე ოდნავ მეტი ტემპერატურით(აქვს თუ არა ტემპერატურას ზღვარი?). ასეთ ტემპერატურამდე გაცივებული მატერია ერთი მთლიანი, დიდი ნაწილაკის მსგავსად იქცევა.

 ებრაელმა მეცნიერებმა, კვანტური სითხე ბგერის სიჩქარეზე მეტად ლეზერის საშუალებით ააჩქარეს და მდგარი ტალღის(ვიკიპედია) ექსპონენციალურ ზრდას(სიდიდის ზრდა, როცა ზრდის სიჩქარე თვითონ ამ სიდიდის პროპორციულია) დააკვირდნენ, რომელიც ჰოქინგის გამოსხივებით წარმოქნილი დადებითი და უარყოფითი ენერგიების მქონე ნაწილაკების ანალოგებს შორის გაჩენილი ინტენფერენციით იყო გამოწვეული(მოკლედ კვანტური მექანიკის შესახებ).

 ჰოქინგისეული გამოსხივება, შავი ხვრელის აორთქლებას, კვანტურ ფლუქტუაციებს უკავშირებს – ვირტუალურ ნაწილაკთა წარმოქნილი წყვილიდან ერთ-ერთი შავ ხვრელს შორდება, მეორე, უარყოფითი ენერგიით, ხვრელზე ეცემა.

 კვანტურ გადახლართულობას კი უწოდებენ მოვლენას, რომლის დროსაც ერთმანეთისგან შორ დისტანციაზე დაშორებული ნაწილაკების კვანტური მდგომარეობების(სპინი, პოლარიზაცია…) ურთიერთდამოუკიდებლად აღწერა შეუძლებელია. ერთ-ერთი ნაწილაკის კვანტური მდგომარეობის გაზომვა, მეორეს მდგომარეობის შეცვლას იწვევს(მყისიერი კავშირი; შავი ხვრელების საიდუმლო; ჰოკინგის თანაავტორი ხვრელების აფეთქების შესაძლებლობაში დაეჭვდა).

Show Comments Hide Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *