შესაძლებელია, ჩვენი სამყაროს მატერიის დიდი ნაწილი შედგება ნაწილაკებისაგან, რომელთაც ტოროიდალური ფორმის ელექტრომაგნიტური ველი აქვთ – ე.წ. ანაპოლი(Vanderbilt University).
იდეის ავტორების, ფიზიკოს-თეორეტიკოსების ვანდერბილტის უნივერსიტეტიდან – რობერტ შერერისა და ჩუ მან ჰოს აზრით, მატერია, რომელზეც სამყაროს 85% მოდის, ჯერჯერობით აღმოუჩენელი ნაწილაკების – მაიორანის ფერმიონებისგან შედგება. ფერმიონები არიან ელექტრონი(ატომი) და კვარკი – ელემენტარული ნაწილაკები, რომელთაგანაც ჩვეულებრივი, ჩვენთვის ცნობილი მატერია შედგება. განტოლება, რომელიც ფერმიონების ქცევას აღწერს, 1928 წელს პოლ დირაკმა გამოიყვანა. ათი წლის მერე იტალიელმა ფიზიკოსმა ეტორე მაიორანიმ, ანვითარებდა რა დირაკის თეორიას, ელექტრულად ნეიტრალური ფერმიონის არსებობა იწინასწარმეტყველა, რომელსაც მისივე სახელი შეარქვეს(ბნელი მატერია დღის სინათლეზე გამოდის).
ზოგიერთი ფიზიკოსი ადრეც აღნიშნავდა, რომ ბნელი მატერია მაიორანის ნაწილაკებისგან შედგება. თეორია მაიორანის ნაწილაკებს არა მარტო ელექტრული მუხტის, არამედ ელექტრული და მაგნიტური დიპოლური მომენტის ქონასაც უკრძალავს. შერერისა და ჰოს იდეა იმაში დგომარეობს, რომ ეს ნაწილაკები, რჩებიან რა მთლიანობაში ელექტრულად ნეიტრალურები, შეიძლება ტოროიდალური ელექტრომაგნიტური ველი ჰქონდეთ. ველის ასეთი ფორმა -ანაპოლი, მათ ყველა ნაწილაკისაგან გამოარჩევს და ხსნის, თუ რატომ არის ბნელი მატერიის ნაწილაკების აღმოჩენა ასე ძნელი(ბარიონული და არაბარიონული ბნელი მატერია).
ელექტრომაგნიტური ანაპოლის არსებობა 1958 წელს საბჭოთა ფიზიკოსმა იაკობ ზელდოვიჩმაც იწინასწარმეტყველა(სიუნიაევ-ზელდოვიჩის ეფექტის პრაქტიკული მტკიცებულება მიღებულია). მას შემდეგ ანაპოლური თვისებები მხოლოდ ცეზიუმ-133 და იტერბიუმ-174 ატომის ბირთვებს აღმოუჩინეს.
შერერისა და ჰოს თეორიის მიხედვით ბნელი მატერიის ნაწილაკები, ჩეულებრივებისგან განსხვავებით, ელექტრომაგნიტურ ველთან მხოლოდ მაშინ ურთიერთქმედებენ, როცა მოძრაობენ. რაც უფრო მაღალია მათი სიჩქარე, მით უფრო ძლიერია ურთიერთქმედებაც. ამ მიზეზის გამო ელექტრომაგნიტურ ურთიერთქმედებაში მათი მონაწილეობა სამყაროს არსებობის ადრეულ სტადიებზე თუ მოხდებოდა, ხოლო სივრცის გაფართოებასა და გაცივებასთან ერთად მათი აქტიურობაც მცირდებოდა. შერერი და ჰო თავიანთი თეორიის მთავარ ღირსებად მის სიმარტივეს თვლიან, ყოველგვარი აქამდე აღმოუჩენელი ეკზოტიკური ურთიერთქმედებების გარეშე. მათი მოდელი ზუსტი წინასწარმეტყველების საშუალებას იძლევა იმისა, თუ როგორ უნდა გამომჟღავნდეს ანაპოლური ნაწილაკების ელექტრომაგნიტური თვისებები ექსპერიმენტისას. ავტორები დარწმუნებულნი არიან, რომ ასეთი თვისებების მქონე ნაწილაკებს, თუ ისინი მართლაც არსებობენ, მიწისქვეშა დეტექტორებით(1) უხალოს მომავალში აღმოაჩენენ(ელემენტარული ნაწილაკების სტანდარტული მოდელი).
ახალი თეორია ბნელ მატერიასთან დაკავშირებით
Posted by