ბნელი მატერიის ძებნა უშედეგოდ დამთავრდა

 ბნელი მატერიის დეტექტორი XENON100-ის ას დღიანი მუშაობა უშედეგოდ დამთავრდა, მან ვერ დააფიქსირა მოვლენა, რომელიც ბნელი მატერიის შემადგენელი ნაწილაკების მიერ შეიძლება იყოს გამოწვეული.

 ბნელი მატერია, ან დამალული მასა, ეს არის ჰიპოთეტური სუბსტანცია, რომელიც მონაწილეობს გრავიტაციულ ურთიერთქმედებაში და არ მონაწილეობს ელექტრომაგნიტურ ურთიერთქ,ედებებში(ანუ მისი უშუალო დანახვა შეუძლებელია).

XENON100-ის ნაწილი.

 ითვლება, რომ ბნელი მტერია შედგება ნაწილაკებისგან, ე.წ. ვიმპებისგან(WIMP). ვიმპების დაფიქსირება შესაძლებელია ირიბი მეთოდით: თუ ასეთი ნაწილაკი ”ჩვეულებრივი” მატერიის ნაწილაკს შეეჯახება, მაშინ შესაძლებელია მოხდეს გარკვეული ტიპის გამოსხივების გაჩენა, რომლის რეგისტრირება შესაძლებელია.

 ექსპერიმენტი XENON100 ტარდება ვიმპების სწორედ ასეთი მეთოდით საძებნელად. დეტექტორის ავზში ჩსხმულია თხევადი ქსენონი, რომლის მასა 161 კილოგრამია. ავზი 1,4 კილომეტრის სიღრმეში, მიწის ქვეშ მდებარეობს, რათა მასში არ მოხვდნენ უცხო ნაწილაკები. თუ ასეთ ავზში ვიმპი მოხვდება, დიდი ალბათობით ის შეიძლება შეეჯახოს ქსენონის ატომებს(ანუ ჩვეულებრვ მატერიას), რაც მცირე სიმძლავრის სინათლის გამოსხივებას გამოიწვევს.

 ახალი კვლევის ავტორებმა გააანალიზეს მონაცემები, რომლებშიც გათვალისწინებული იყო მუშაობის 100,9 დღე. ამ დროის განმავლობაში დაფიქსირდა სამი საეჭვო მოვლენა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს გამოიწვია ქსენონში არსებულმა კრიპტონ85-ის მინარევებმა.

 უარყოფითი შედეგი ადგენს ბნელი მატერიის ნაწილაკების ენერგიისა და მასის ახალ საზღვრებს, რომლებზეც მათი დაფიქსირება შეუძლებელია. ყველაზე უფრო რეაქციულად აქტიურად ითვლებიან მძიმე ვიმპები, მათი XENON100-ით ვერ აღმოჩენა ამცირებს ასეთი მძიმე ნაწილაკების არსებობის ალბათობას. ამჟამად მეცნიერები მუშაობენ საკითხზე – ეყოფა თუ არა XENON100-ს მგრძნობელობა მსუბუქი ვიმპების რეგისტრირებისთვის.

 უარყოფითი შედეგის მიუხედავად, მეცნიერთა უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ ვიმპების აღმოჩენა არც თუ ისე შორეულ მომავალში მაინც მოხდება.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.