2014 წლის მაისში აღმოჩენილი 650(1,5 კმ-მდე) მეტრიანი ასტეროიდი – 2014 JO25, ამა წლის 19 აპრილს 1,8 მლნ. კილომეტრის მანძილზე მოუახლოვდება დედამიწას, რაც დედამიწა-მთვარის შორის მანძილზე 4,6-ჯერ მეტია.
ეს ასტეროიდი პოტენციურად საშიში ობიექტების(PHA – Рotentially Hazardous Asteroid) სიაში ავტომატურად შევიდა, რადგან მასში 100 მეტრზე მეტი ზომის, 19,5 დედამიწა-მთვარის მანძილზე ახლოს მოძრავი ობიექტები შედიან. წინასწარი გამოთვლებით, JO25 დაახლოებით 60-ჯერ დიდია, ვიდრე 2013 წელს ჩელიაბინსკის თავზე აფეთქებული ასტეროიდი(რა გაიგეს მეცნიერებმა ჩელიაბინსკის მეტეორიტზე?).
ობიექტის დანახვა 19-20 აპრილის ღამეს იქნება შესაძლებელი(დაახლოებით ღამის 3 საათზე), მცირე სიმძლავრის ტელსკოპებით ან ასტრო-ბინოკლებით(საკმაოდ მაღალი ალბედო აქვს, ანუ სინათლის არეკვლის უნარი). ის გამოჩნდება როგორც ნელა მოძრავი „ვარსკვლავი“. დიდი მანძილის გამო შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ნელა მოძრაობს, სინამდვილეში კი სივრცეში 120 816 კილომეტრი საათში სიჩქარით მიქრის(33.56 კმ/წმ).
მსოფლიოს ასტრონომები მის მოახლოებას ელიან, რადგან JO25-ს სტრუქტურაზე არაფერია ცნობილი. რადარიდთ დაკვირვება კალიფორნიის შტატში მდებარე Goldstone Solar System-ით იგეგმება, ასევე პუერტო-რიკოდან – National Science Foundation’s Arecibo(არესიბო).
ასეთი ზომის, მეცნიერთათვის ცნობილ, სხვა ასტეორიდთან შეხვედრა 2027 წელს მოხდება, როცა 800 მეტრიანი ასტეროიდი -1999 AN10, მთვარე-დედამიწას შორის მანძილზე(380 000 კმ.) მოგვიახლოვდება(ასტეროიდი ტაუტატისი; ასტეროიდი აპოფიზი; ასტეროიდები;საშიშროება პატარა ასტეროიდების მხრიდან).