ცოცხალი ენცელადე?!

 ამერიკელი მენციერბის თქმით, ”კასინიდან” მიღებული მონაცემები, სატურნისეულ თანამგაზვრში – ენცელადე, სიცოცხლის გაჩენისათვის თავსებადი პირობების არსებობაზე მეტყველებენ. მზის სისტემის ყველაზე უფრო უჩვეულოდ მიჩნეული თანამგზავრის კვლევა 2004 წლიდან დაიწყო, როცა ”კასინი” რგოლებიანი გაზის გიგანტის ორბიტაზე გავიდა. როგორც ჩანს, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენის ალბათობა ენცელადეზე უფრო მაღლია, ვიდრე მარსზე.

 ენცელადე, სატურნისეულ თანამგზავრებს შორის ზომით მეექვსეა. მისი რადიუსი 250 კილომეტრია, ანუ 25-ჯერ პატარა, ხოლო 200 ათასჯერ მსუბუქი, ვიდრე დედამიწა. პლანეტის გარშემო, წაგრძელებულ ორბიტაზე 32,9 საათიანი პერიოდით ბრუნავს. სატურნიდან მაქსიმალური დაშორება 240 ათასი კილომეტრია, ხოლო მინიმალური – 180 ათასი კილომეტრი (დედამიწა-მთვარეს შორის მანძილზე ორჯერ ნაკლები). ენცელადე მოქცევის ძალებით ჰყავს გიგანტს გამოჭერილი და სულ ერთი მხრით არის მისკე მიბრუნებული (როგორც მთვარე).

 როგორც ირკვევა, ენცელადეს წიაღიდან ამოფრქვეული წყლის ჭავლი (ენცელადეს კრიოვულკანები), მოლეკულური წყალბადის 1,4%-სა და ნახშირორჟანგის 0,8%-ს შეიცავს. გამოკვლეულ ნიმუშში(სპექტრული ანალიზით, რა თქმა უნდა. ზონდის გაგზავნა მომავლის საქმეა), ასევე, მცირე რაოდენობით მეთანი და ამიაკია აღმოჩენილი. კვლევისთვის საჭირო ნიმუშები, ”კასინიზე” არსებულმა ინსტრუმენტმა INMS (იონური და ნეიტრალური მას-სპექტრომეტრი – საკვლევი ნივთიერების კვლევის მეთოდი მისი მასის თანაფარდობით იონების მუხტთან), 2015 წლის ოქტომბერში აიღო, როცა რეკორდულად ახლოს, სამხრეთ პოლუსიდან 49 კილომეტრში ჩაუარა ენცელადეს.

მთვარე, დედამიწა და ენცელადე.

 მოლეკულური წყალბადის მაღალი შემცველობა იმას ნიშნავს, რომ ენცელადეს წიაღში თერმოდინამიკური წონასწორობა არის დარღვეული, რაც ზედაპირქვეშა ოკეანეში გეოთერმული წყაროების არსებობით შეიძლება აიხსნას, სადაც ე.წ. სერპენტიზაცია მიმდინარეობს – ცხელი ქანებისა და წყლის ურთიერთქმედება, რის შედეგადაც ნახშირორჟანგი და წყალბადი გამოიყოფა – სწორედ ეს შენაერთები აღმოაჩინა ”კასინიმ”.

 უფრო მეტიც, მოლეკულური წყალბადი და ნახშირორჟანგი კრიტიკულად აუციებელია მეთანოგენეზისთვის – მეთანის სინთეზირება მიკროორგანიზმების მიერ. დედამიწაზე ასეთი პროცესები ანაერობული არქეების ოკოსისტემის არსებობას უზრუნველყოფს – პრიმიტიული მიკროორგანიზმების, რომლებიც ჟანგბადისა და სინათლის გარეშე ღებულობენ ენერგიას. ისინი ოკენის სიღრმეებში, ჭაობებსა და მცოხნელი პირუტყვის ნაწლავებში ბინადრობენ. დედამიწის მეთანის 20-%-ზე მეტი, ამ ორგანიზმების ცხოველმომქედების ხარჯზე გამოიყოფა. ენცელადეზე არსებული ყველა მონაცემი იმაზე მიუთითებს, რომ მის წიაღში მეთანოგენი-ექსტრემოფილები შეიძლება ბინადრობდნენ.

 ნასას განცხადებით, დედამიწის ტიპის სიცოცხლის გაჩენისა და არსებობისთვის, სამი ძირითადი კომპონენტია საჭირო: თხევადი წყალი, ენერგიის წყარო და რიგი ქიმიური ელემენტებისა(პირველ რიგში ნახშირბადი, წყალბადი, აზოტი, ჟანგბადი, ფოსფორი და გოგორდი). მისია ”კასინის” მსვლელობაში ზუსტად დადგინდა, რომ ენცელადეს წიაღი ყველა ამ კომპონენტს შეიცავს, ფოსფორისა და გოგირდის გარდა. მეცნიერთა აზრით, ენცელადეს კლდოვნი ბირთვის ქიმიური შემადგენლობა მეტეორიტების მსგავსი უნდა იყოს, ამიტომ იქ ეს ორი კომპონენტიც აუცილებლად იქნება.

 ენცელდას ყველაზე უფრო დიდი ალბედო (სინათლის არეკვლის უნარი) აქვს მზის სისტემის ობიექტთა შორის – მისი ზედაპირი მზის სინათლის 80%-ს ირეკლავს. ამის გამო, მისი ტემპერატურა მინუს 200 გრადუსს არ აჭარბებს, ის სატურნის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ცივი თანამგზავრია.

ენცელადე ხელოვნურ ფერებში (NASA).

 ციური სხეულის სამხრეთ პოლუსზე, 60 გრადუსიან განედამდე, ოთხი ზედაპირული ბზარია. მათი სიგრძე 150 კილომეტრს, სიგანე – 2 კილომეტრს, ხოლო სიღრმე კი 0,5 კილომეტრს აღწევს. მათში არსებული ყინულის ასაკი ათასი წლის უნდა იყოს, თვითონ ნაპრალებისა კი ნახევარი მილიონი წელი. ბზარებში ტემპერატურა მინუს 90 გრადუსია და ყელაზე უფრო ძლიერი გეიზერებიც იქედან იფრქვევა – ყინულოვანი წყლის ჭავლები 250 კილომეტრის სიმაღლემდე ადის. სწორედ აქედან აიღო ”კასინიმ” სინჯები.

 პულუსებს შორის ასაკობრივი განსხვავება თანამგზავრის ტექტონიკური აქტიურობით აიხსნება, რაც ძირითადად, მისი წიაღის მოქცევითი გათბობითა და ალბათ, ლიბრაციით(პლანეტიდან დამზერადი ნელი რყევა თანამგზავრისა, რომელიც ამ პლანეტის გარეშემო ბრუნავს (კრიზისების ზღვა)). ექსპერტთა ვარაუდით, ენცელადეს ცენტრში სილიციუმის ბირთვი უნდა იყოს, რომელიც ცელსიუსით 700 გრადუსამდეა გამთბარი, რადიუსით 180-185 კილომეტრი. ზედაპირული ყინულის სისქე დაუზუსტებელია. ასევე უცნობია, გლობალური სახე აქვს ამ ოკეანეს თუ მხოლოდ სამხრეთი პოლუსით შემოიფარგლება. კომპიუტერული მოდელირების მიხედვით, მას გლობალური სახე აქვს.

 ბოლო შეფასებებით, ყინულოვანი ქერქის სისქე – 18-22 კილომეტრია, ხოლო სამხრეთ პულუსთან 5 კილომეტრამდე მცირდება. დიდ ნაპრალებში, ღიობები შეიძლება იყოს, საიდანაც მარილიანი წყალი ამოედინება. გრავიმეტრიული გაზომვების მიხედვით, ყინულქვეშა ოკეანის ფართობი 80 ათასი კვადრატული კილომეტრი უნდა იყოს, ხოლო სიღრმე – 40 კილომეტრი.

 მეცნიერებს ამ თანამგზავრის შიგნით ჩახედვა არ შეუძლიათ, თუმცა შეუძლიათ მისი წიაღის პირობების მოდელირება. ენცელადეს ოკეანის წყალში, სუფრის მარილის შემადგენლობის ისეთივე თანაფარდობაა, როგორც დედამიწისეულ ოკეანეებში. გარდა ამისა, იქ ძალიან ბევრი სოდაა და მაღალი ტუტიანობა(pH 12), რაც ასევე ზემოთ ხსენებულ სერპენტიზაციის რეაქციაზე მიუთითებს.

 ენცელადეს ოკეანე, კალიფორნიის შტატში ასრებულ ტბა მონოს ჰგავს. ამ წყალსატევში ბევრი მარილი და სოდაა, მასში არ არის თევზი. თუმცა, არის უჩვეულო ბაქტერიები, კერძოდ – GFAJ-1, რომელიც სხვა ორგანიზმებისთვის სასიკვდილო დარიშხანის კონცენტრაციებს უძლებს.

 ”კასინი-ჰიუიგენსი”(NASA).

 სატურნის ორბიტაზე აღმოჩენილი სილიციუმის მტვერი, ენცელადეს წიაღიდან მოხვდა იქ და არა ასტეროიდებთან შეჯახებებით სატურნის სხვა თანამგზავრებთან და თვითონ ენცელადესთან. მტვრის ნაწილაკების ზომა ზუსტად არის ცნობილი – 2-8 ნანომეტრი (1) (ენცელადის თბილი ოკეანე). თერმული წყაროები, წყალს ცელსიუსით 90 გრადუსამდე ათბობს და სწორედ ასეთ პირობებშია შესაძლებელი ხსენებული ზომის სილიციუმის ნაწილაკების ფორმრიება.

 ჯერჯერობით, ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ენცელადეს სიღრმეებში სიცოცხლის არსებობსითვის თავსებადი პირობებია. მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გაურკვეველი. ამ თანამგზავრის ასაკი მილიარდობით წელია, თუმცა არსებობს კვლევები, რომელთა მიხედვით, სატურნისეულივე დიონას მსგავსად, რამდენიმე ასეულ მილიონ წელზე მეტი არ უნდა იყოს. არგუმენტი – ზედემტად ხისტი ბირთვი, რის გამოც თანამგზავრები მნიშვნელოვან მანძილზე შორდებიან თავიანთ პლანეტებს. თუ ეს ასეა, სატურნის სისტემა ფორმირების პროცესშია და ენცელადზე ჯერ ვერ გაჩნდებოდა სიცოცხლე.

 თუ იქ სიცოცხლე ნამდვილად არის, მაშინ მზის სისტემისთვის უნიკალურ პანსპერმიის პროცესთან გვექნება საქმე – ენცელადედან ამოფრქვეული მიკრობები, Е რგოლიდან, სატურნამდე შეიძლება იყოს გავრცელებული.

 ენცელადე ზუსტად Е რგოლის შიგნით მოძრაობს. რგოლის სიგანე – 300 ათასი კილომეტრია, მისი შიდა კიდე სატურნს 180 ათასი კილომეტრით არის დაშორებული. ცნობილია, რომ 36 ყველაზე უფრო დიდი გეიზერებიდან ამოსული ნაკადები, ”საცეცებს” ქმნის, რომლებიც Е რგოლს მატერიით ამარაგებენ. მათი მიგრაცია სატურნამდეც კი აღწევს. საბოლოოდ, ეს პროცესი ენცელადედან გაზის გიგანტამდე წყლის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს. ამით პლანეტაზე გიგანტური ღრუბლებისა და დიდი თეთრი ლაქის(10 000 კმ-ზე მეტი დიამეტრით) ფორმირება ხდება, ასევე ქარიშხლების, რომლებიც სატურნის ორივე ნახევარსფეროში დაახლოებით ყოველ 60 წელიწადში დაიმზირება. მენციერთა თქმით, არსებობს უკუკავშირიც: სატურნი თავისი გრავიტაციით გეიზერებზე ზემოქმედებს (გიგანტური პოლარული გეიზერები ევროპაზე), აფართოებს და ავიწროებს ბზარებს, რომლებიდანაც ისინი ამოიფრქვევა (ელექტრული დენი სატურნსა და ენცელადს შორის).

 პლანეტოლოგები აღიარებენ, რომ ენცელადეში სიცოცხლის საძიებო ინსტრუმენმტების ნაკლებობას განიცდიან. მისია ”კასინი”, 2017 წლის 15 სექტემბერში დასრულდება, სატურნის ატმოსფეროში დაწვით („კასინი“ – მისიის დასასრულის კულმინაციური მომენტი). აპარატის განადგურების ასეთი მეთოდი, მიწიერი ნივთიერებებით ენცელადესა და ტიტანის დაბინძურებას გამორიცხავს.

 ენცელადესკენ ზონდის გაშვებას წამყვანი კოსმოსური სააგენტოები არ გეგმავენ. ამ საკითხში იუპიტერისეულ ევროპასა (ESA და NASA ყინულოვანი ევროპის გამოსაკვლევად ერთიანდებიან) და განიმედეს (განიმედე – ყველაზე დიდი თანამგზავრი) უფრო გაუმართლა (პრეზიდენტმა ტრამპმა, NASA–ს 2017 წლის ავტორიზაციის კანონპროექტს ხელი მოაწერა).

 არამიწიერი ორგანიზმების აღმოჩენა, სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლოს ამოხსნაში დაგვეხმარება (წვეთები, რომლებიც ”ცოცხლდება”: კიდევ როგორ შეიძლებოდა გაჩენილიყო სიცოცხლე?) თუ არამიწიერი და მიწიერი სიცოცხლე ერთმანეთის მსგავსია, მათ საერთო წარმომავლობა ექნება. თუ არა – სამყაროში არსებული სიცოცხლე სხვადასხვა წყაროებიდან ჩნდება. ნასა პირობას დებს, რომ უცხო სიცოცხლის კვალის აღმოჩენა 2025 წლამდე მოხდება. მთვარესა და მარსზე ადამიანის გაგზავნასთან ერთად, სააგენტო ამას, თავის უმთავრეს ამოცანად მიიჩნევს (სიცოცხლის ქვის აკვანი: მემბრანები, კატალიზი და მწეველები; საპლანეტათშორისო ავტომატური სადგური ”კასინი”).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.