უკვე 2 ათეულ წელზე მეტია, რაც კოსმოსური ტელესკოპი ”ჰაბლი”, კაცობრიობას სამყაროს სიღრმეთა მაღალი ხარისხის ფოტოებით ამარაგებს. სამწუხაროდ, ეს მისია დასასრულს უახლოვდება, ხოლო მის მემკვიდრედ კი ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი ითვლება, რომელიც უკვე ორბიტაზეა განთავსებული. ისეც შეიძლება მოხდეს, რომ პირველობა სრულიად სხვა ასტრონომიულ ინსტრუმენტს ერგოს, კოსმოსურ ტელესკოპს სახელად არაგოსკოპი, რომლის შექმნაზეც კოლორადოს უნივერსიტეტის სპეციალისტები მუშაობენ. მის კონსტრუქციაში გაუმჭვირვალე მასალისგან გაკეთებული უზარმაზარი დისკო იქნება გამოყენებული, რომელიც მაფოკუსირებელი ლინზის როლს ითამაშებს. ასეთი უჩვეულო კონსტრუქციის საშაულებით, ”ჰაბლით” გადაღებულზე ათასჯერ მაღალი ხარისხის ფოტოების გადაღება იქნება შესაძლებელი.
გაუმჭვირვალე დისკოს კიდეებზე სინათლის დიფრაქციული გარდატეხის ეფექტი პირველად ფრანგმა მეცნიერმა ფრანსუა არაგომ აღმოაჩინა. სწორი ფორმის დიდი დისკო დიფირაქციულ ლინზად შეგვიძლია განვიხილოთ, რომელიც შორეული ობიექტებიდან მოსულ სინათლეს გარდატეხავს და ფოტომგრძნობიარე მოწყობილობაზე აფოკუსირებს. დიფრაქციული გარდატეხის მოვლენა დიდი ზომის დისკოს გამოყენების შემთხვევაში ძლიერდება (დიფრაქცია).
გეოსტაციონარულ ორბიტაზე გაყვანილი არაგოსკოპის დისკოს ზომა 800 მეტრი იქნება. ამ დისკოს უკან, ათობით ან ასეულობით კილომეტრ მანძილზე მდებარე მოწყობილობა მაღალი ხარისხის გამოსახულებას მიიღებს, ობიექტა დიფრაქციული სურათის ხარჯზე.
არაგოსკოპის კონსტრუქცია ძალიან ჰგავს სითბოსა და სინათლისაგან დამცავ სისტემას, რომელიც, მაგალითად, კოსმოსურ ტელესკოპზე – ”გაია”, არის გამოყენებული და ეს შემთხვევით არ ხდება, რადგან დაცვის სისტემა იგივე ადამიანებმა შეიმუშავეს, რომლებიც ახლა არაგოსკოპის კონსტრუქციაზე მუშაობენ. სამუშოებს NASA აფინანსებს, პროექტის ფარგლებში – ინოვაციური კონცეფცია (NIAC).
მომდევნო ნაბიჯები, რომელიც კოლორადოს უნივერსიტეტის სპეციალისტებმა უნდა გადადგან, მათი იდეების პრაქტიკული შემოწმება იქნება. თუ ლაბორატორიაში ჩატარებული ექსპერიმენტები წარმატებით დასრულდა, ერთ-ერთი მთის მწვერვალზე დიდი დიამეტრის დისკო დაყენდება, ხოლო სინათლისადმი მგრძნობიარე მოწყობილობა ვერტმფრენზე, რომელიც, იმოძრავებს რა სივრცეში, ეცდება ტელესკოპი კენტავრის ალფასკენ (კენტავრის პროქსიმა) მიმართოს, მზესთან ყველაზე ახლოს მდებარე ვარსკვლავისკენ (როგორ მუშაობს ტელესკოპი).