ჩვეულებრივ გალაქტიკებთან ერთად (როგორიც ჩვენია), სამყაროში, ჯუჯა გალქტიკათა დიდი რაოდენობაა.
გავრცელებული აზრის მიუხედავად, რომ ირმის ნახტომის შეჯახება ანდრომედასთან, მხოლოდ 3 მილიარდი წლის მერე უნდა მოხდეს, ეს შეხვედრა, შესაძლებელია უკვე ადრეც მოხდა (RAS).
ახალი ჰიპოთეზა დიდი სიზუსტით ხსნის ორი გალაქტიკისა და მათი თანამგზავრების დამზერად სტრუქტურას, თუმცა, გრავიტაციის თეორიაში არსებულ შეცდომებზეც მიუთითებს.
ასტრონომთა ჯგუფმა, გონგშენგ ჩჟაოს მეთაურობით, სენტ-ენდრიუს უნივერსიტეტიდან, ვარაუდი გამოთქვა იმის შესახებ, რომ ირმის ნახტომი და ანდრომედა 10 მილიარდი წლის წინათ ერთმანეთს შეეჯახა.
ამჟამდ, ასტრონომთა უმრავლესობა თვლის, რომ გალქტიკათა მასების დიდი ნაწილი ბნელ მატერიაზე (კიდევ ბნელი მატერიის შესახებ) მოდის, რომელიც ირმის ნახტომისა და ანდრომედას გრავიტაციას იმდენად აძლიერებს, რომ მათ, სამყაროს გაფართოებაც (ბნელი ენერგია) კი ვერ აშორებს, გალქტიკები კი ერთმანეთისკენ 100 კმ/წმ-ში სიჩქარით მოძრაობენ. შეჯახება დაახლოებით 3 მილიარდი წლის მერე მოხდება (ქვეყნიერების დასასრული(ირმომედა)). ეს მოდელი გრავიტაციის თეორიას ეფუძნება, რომელიც ალბერტ აინშტაინმა შექმნა (ფარდობითობის თეორია).
ჩჟაო თვლის, რომ ცალკეული გალქტიკებისა და პატარა ჯგუფების ქცევის აღსაწერად, გრავიტაციის ალტერნატიული თეორია უფრო გამოდგება, რომელიც 1983 წელს, პროფესორმა მორდეჰაემ მილგრომმა წარმოადგინა – მოდიფიცირებული ნიუტონის (1) დინამიკა (MOND).
ბნელი მატერია, შეჯახებულ გალქტიკებს ერთმანეთს „შეაწებებდა“, როგორც ბლანტი თაფლი, ხოლო თუ მილგრომის თეორია მართებულია და არანაირი ბნელი ნაწილაკები არ არსებობს, გალქტიკები უბრალოდ ერთმანეთში გაივლიდნენ (დაკარგული რგოლი: გალაქტიკების შერწყმა), ერთმანეთიდან მატერიის გრძელი მკლავების გამოწელვით. ასეთი მკლავების ნარჩენებად, ჩჟაო უამრავ ჯუჯა გალქტიკას მიიჩნევს (ეს უცნაური ჯუჯა გალაქტიკები და ჰობიტები), რომელთა მდებარეობა და მოძრაობის მახასიათებლები მეცნიერთა ვარაუდებს დაადასტურებს – შესაბამისად, სამყაროს განვითარების არსებულ თეორიებსაც ეჭვქვეშ დააყენებს (მაინც რა ასაკისაა სამყარო?).