ხომალდი დრო-სივრცის დეფორმაციის ძრავით

 კოსმოსის საკვლევი თანამედროვე აპარატები სრულსყოფილებისგან შორს არიან, მიუხედავად ამისა, NASA-ს სპეციალისტები უკვე მომავლის ხომალდებზე ფიქრობენ.

 კონცეფცია IXS Enterprise, რომელიც ჯერჯერობით ყველაზე უფრო ადრეულ სტადიზე იმყოფება, ”დრო-სივრცის დეფორმაციის ძრავის” გამოყენებას გეგმავს. მომავალში მისი შექმნის მტკიცებულებაზე(ეს ხუმრობა არ არის, იხილეთ წარმოდგენილი ვიდეო(თუმცა, მაინც ხუმრობას ჰგავს astronet.ge 🙂 ) ჰაროლდ ”სანი” უაითი მუშაობს, ლინდონ ჯონსონის სახელობის კოსმოსური ცენტრიდან(NASA).

 აპარატის 3D-ესკიზების შემქმნელის როლში მარკ რეიდმეიკერი გვევლინება. მხატვრის თქმით, დიზაინი მოიცავს ხომალდს, რომელიც ალკუბიერის სფეროს(დაკონსერვებული დრო) წარმომქმნელი ორი უზარმაზარი რგოლის შუაშია მოთავსებული. უაითი აცხადებს, რომ ასეთი კონსტრუქციის ხარჯზე ხომალდის გარშემო სივრცე გამრუდდება, მანძილს შეამოკლებს და IXS Enterprise-ს სინათლეზე სწრაფად(სინათლის სიჩქარე) გადადგილების საშუალებას მისცემს.

 ჰაროლდ ”სანი” უაითის გამოსვლა კონფერენციაზე Spacevision 2013:

httpv://www.youtube.com/watch?feature=player_detailpage&v=9M8yht_ofHc

(ტახიონები მომავლიდან; დროში მოგზაურობის მეცნიერული თეორიები; წარმოუდგენელი ტექნოლოგიები, როგორ ვაქციოთ რეალობად ვარსკვლავთშორისი ფრენები?; დროში მოგზაურობა შესაძლებელია?;კოსმოსის დამპყრობლის ჭეშმარიტი სახე; მოგზაურობა მარსზე 39 დღეში; თერმობირთვული “იკარუსი”)

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.