წლის მიღწევათა რეიტინგი

 ყოველი წლის ბოლოს წამყვანი შემეცნებითი და შემეცნებით-პოპულარული გამოცემები გასული წლის შეჯამებას ახდენენ და წლის ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევებს ასახელებენ. ჯურნალი Science წლის მნიშვნელოვანი აღმოჩენების ათეულს უკვე თითქმის 20 წელია აქვეყნებს. მისი მთავარი კონკურენტი, გამოცემა Nature, ასეთ ინიციატივას არ იჩენს და ათეულს პრინციპულად არ აქვეყნებს.

 აღსანიშნავია, რომ სპეციალისტებისა და მკითხველის აზრი ერთმანეთს არ ემთხვევა. ვისთვის კომეტაზე ზონდის დაჯდომაა მნიშვნელოვანი და ვისთვის თოვლის კაცი. Science-ში გამოქვეყნებული პუბლიკაცია თოვლის კაცის მითიურობაზე მიუთითებს, რომ ბრიტანელმა და შვეიცარიელმა მკვლევარებმა მუზეუმებში შენახული ვითომდა ამ არსების ბეწვის გენეტიკის შესწავლით დაადგინეს, რომ ეს ან საერთოდაც არ არის ბეწვი, ან უკვე ცნობილ ცხოველებეს ეკუთვნის. ნახვების მიხედვით ეს პუბლიკაცია ტოპ-ათეულში მესამე ადგილს იკავებს.

 მკითხველსა და რედაქციის სპეციალისტთა შორის უთანხმოება კიდევ უფრო გაძლიერდა, როცა Science-ს რედაქტორმა წლის განმავლობაში გამოქვეყნებული პუბლიკაციების ნახვათა რაოდენობა გაარკვია. პირველ ადგილზე გავიდა სტატია XIV საუკუნის შავი ჭირის შესახებ, რომელმაც მილიონობით ადამიანი იმსხვერპლა. გაირკვა, რომ ჩვენს გენომს ეს ტრაგედია ახსოვს და იმუნურ სისტემას ამავე ავადმყოფობის ახალი შემოტევის მოსაგერიებლად ამზადებს.

Science-ს ათეული:

1. მისია ”როზეტა”;chur fili rozeta

2. ჩიტების დაბადება

 ძალიან ბევრი დასჭირდათ ტირანოზავრის გიგანტ ბიძაშვილებს იმისათვის, რომ მოხერხებულ კოლიბრებად და ულამაზეს გედებად გადაქცეულიყვნენ. ამ შთამბეჭდავი ევოლუციური გადასვლის გზა და ტემპი ბიოლოგებმა წელს გაარკვიეს;

3. სიბერესთან ბრძოლა ახალგაზრდა სისხლით;

4. დამოუკიდებელი რობოტები;

5. ტვინის მიმბაძველი მიკროსქემები;

6. უძველესი ნახატი კლდეზე;uzv kld sulavesi indonezia

 ინდონეზიის კუნძულ სულავესიზე 40 000 წლის წინანდელი კლდეზე შესრულებული ნახატი აღმოაჩინეს(აქამდე ეს ტიტული ევროპას ეკუთვნოდა). ამ აღმოჩენას ადამიანის გონების განვითარების შესახებ არსებული წარმოდეგნების შეცვლა შეუძლია;

7. დიაბეტის მკურნალი უჯრედები;

8. მეხსიერების მართვა;

9. მიკროთანამგზავრები CubeSats;

10. დამატება დნმ-ში;

 დედამიწაზე არსებული სიცოცხლე, სხვა არც ვიცით, გენეტიკურ ინფორმაციას დნმ-ში აკოდირებს, ოთხი ნიშნის გამოყენებით: A- ადენინი, T- თიმინი, G – გუანინი და C – ციტოზინი. მკვლევარებმა დნმ-ს ამ გენეტიკურ ანბანში კიდევ ორი დაუმატეს – X და Y, რითაც სრულიად ახალი მიკრობების შექმნა იქნება შესაძლებელი(science).

 Science-მდე ბევრი უკლია, თუმცა აქვე, ნახვათა რაოდენობის მიხედვით, Astronet.Ge-ს ათეულსაც შემოგთავაზებთ. ამ მომენტისთვის საიტზე 2186 სტატიაა გამოქვეყნებული, როგორც ჩანს, ყველაზე უფრო პოპულარული შავი ხვრელების თემაა(კატეგორია მთლიანად და სტატიები შავ ხვრელებზე), მით უმეტეს, როცა ამაზე ცნობილი ქართველი ფიზიკოსი გია დვალი საუბრობს – პირველ ადგილზე გასული სტატია 2486-მა ადამიანმა ნახა, თუმცა მათი 83% სხვა სტატიებით არ დაინტერესდა და საიტი დატოვა. აღსანიშნავია, რომ საიტზე მისი ძმის,  dvali datoასტრომოყვარულის დავით დვალის მიერ გადაღებული ფოტოებიც ქვეყნდება. ქართველი ასტრომოყვარულის, რომლითაც ნეიშნალ ჯეოგრაფიკიც კი დაინტერესდა(ფოტოსესია იანვრის ნომერში იქნება), მიერ გადაღებული მაღალი ხარისხის ასტროფოტოები(M42: ორიონის ნისლეულის შიგნით; მეროპა, როზეტა, ორიონი; ელვარე ზეახალი M82-ში; ანდრომედას ელიფსური წარსული) ჩვენთვის იშვიათ ხილს წარმოადგენს და მის მიმართ ინტერესი მაღალია. მეათე ადგილზე გასული სტატია თეო ჯაფარიძეს ეკუთვნის(CubeSats-თან დაკავშირებით Science და ჯაფარიძე ერთ აზრზე არიან :), ხოლო ყველა დანარჩენი, ასე რომ ვთქვათ – სკოლას…(რაც შეეხება შეკითხვებს – აუცილებლად მიუთითეთ სწორი ელ.ფოსტა).

1. შავი ხვრელი მეხსიერების მოწყობილობა(2 486);

2. ფარდობითობის თეორია(1 178);

3. ბროუნის მოძრაობა(986);

4. მსოფლიო მიზიდულობის ძალა(982);

5. ნიუტონის კანონები(965);

6. ბავშვური შეკითხვები(887);

7. რეზერფორდის ცდა(818);

8. რადიაცია ჩვენს გარშემო(786);

9. ნივთიერების აგრეგატული მდგომარეობა(786);

10. დედამიწის ხელოვნური თანამგზავრები(779).

 ყველას მადლობა ყურადღებისთვისა და თანამშრომლობისთვის, გისურვებთ უღრუბლო ცას(დაკვირვებებისთვის), გილოცავთ ახალ წელს 🙂 .

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.