Down-ი ცერესს უახლოვდება

 ნასას კოსმოსური აპარატი – Down(”განთიადი”), 950 კილომეტრიან ჯუჯა პლანეტას – ცერესი, 725 კმ/სთ. სიჩქარით უახლოვდება(”განთიადი” ცერესისკენ მიფრინავს). ახლა მათ შორის მანძილი 640 ათასი კილომეტრია. მარსსა და იუპიტერს შორის არსებული ასტეროიდული სარტყელის ყველაზე დიდი ობიექტის ორბიტაზე ის 2015 წლის 6 მარტს უნდა გავიდეს. როცა ეს მოხდება, Down-ი პირველი აპარატი იქნება ისტორიაში, რომელიც ორი სხვადასხვა, აქამდე გამოუკვლეველი ციური სხეულის ორბიტაზე გავიდა(”როზეტა”).


ნასას მიერ შექმნილი 446 მილიონი დოლარის ღირებულების აპარტი ზეეფექტური იონური ძრავებით არის აღჭურვილი, რომელშიც გამწევ ძალას იონიზირებული ქსენონი წარმოქმნის.

 ადრე Down-ი ასტეროიდული სარტყელის, ზომით მეორე ობიექტის, პროტოპლანეტა ვესტას ორბიტაზეც მოძრაობდა, 2011 წლის ივლისიდან 2012 წლის სექტემბრის ჩათვლით.

 ცერესი ჩვენთვის გამოცანას წარმოადგენს. ვესტასგან განსხვავებით, ცერესიდან დედამიწაზე ჩამოვარდნილი მეტეორიტი არასოდეს აღმოუჩენიათ” – ამბობს მისიის მთავარი მკვლევარი ქრისტოფერ რასელი(მეტეორიტები მარსიდან და მთვარედან ფასდაკლებით).

 მიუხედავად იმისა, რომ ცერესი და ვესტა მეზობლები არიან, მათ შორის განსხვავება დიდია. ითვლება, რომ 525 კილომეტრიან ვესტას მშრალი ზედაპირი აქვს, ცერესი კი პირიქით, ყინულოვანი მანტითაა მოცული და ზედაპირისქვეშა ოკეანეც შეიძლბე ჰქონდეს(ცერესიდან წყალი ორთქლდება). ზოგიერთი მკვლევარის აზრით, ცერესზე ჩვენთვის უცნობი სიცოცხლის ფორმები შეიძლება არსებობდნენ. როგორც ჩანს, ვესტა ცერესზე ადრე ჩამოყალიბდა, როცა მზის სისტემაში რადიოაქტიურ ნივთიერებათა მეტი რაოდენობა იყო და ვესტას ზედაპირის სიმშრალეც მათ უნდა უკავშირდებოდეს.

 ”განთიადი” კოსმოსში 2007 წლის სექტემბერში გაუშვეს. მისიის მიზანია ადრეულ მზის სისტემაში პლანეტების ფორმირების შესწავლა ვესტასა და ცერესის მაგალითზე(ჰიპოთეზა გაზურმტვროვანი დისკოს შესახებ). გეგმის მიხედვით, მისია 2015 წლის ივლისში დასრულდება(ცერესი; ვესტა).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.