ელვარე ზეახალი M82-ში

 2014 წლის 23 იანვარს გადაღებულ ამ ფოტოსურათზე, ისრით, ზეახალია ნაჩვენები, რომელიც ელვარე გალქტიკა M82-ში აინთო და კატალოგში SN 2014J-ის სახელით არის შეტანილი. M82, დედამიწის ცაზე დიდი დათვის თანავარსკვლავედთან (დიდი ციცხვი, ან კოვზი) ახლოს მდებარეობს, მას გალაქტიკა სიგარასაც უწოდებენ. ჩრდილოეთ ნახევარსფეროელ, მცირე სიმძლავრის ტელესკოპებით შეიარაღებულ ასტრომოყვარულთა შორის ეს ობიქტი საკმაოდ პოპულარულია. პირველად, ზეახალი SN 2014J შეამჩნიეს, როგორც უჩვეულო წყარო გალაქტიკის ჩვეულ გამოსახულებაზე. გალაქტიკამდე მანძილი დაახლოებით 12 მილიონი სინათლის წელია, ანუ ზეახლის აფეთქება 12 მილიონი წლის წინათ მოხდა, თუმცა, მისმა სინათლემ დედამიწამდე მხოლოდ ახლა მოაღწია.

ქართველი ასტრომოყვარულის მიერ გადაღებული m82 ზეახლით მასში.
ქართველი ასტრომოყვარულის(დავით დვალი) მიერ გადაღებული m82 ზეახლით მასში.

SN 2014J, თავის მხრივ, უკანასკნელი რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში აფეთქებულ ზეახლებს შორის ერთ-ერთი უახლოესია (SN 1987A; PTF11kly; SN 2011fe). სპექტრული დაკვირვებებით დგინდება, რომ ის Ia-ს ტიპის ზეახლებს ეკუთვნის, ანუ აფეთქდა თეთრი ჯუჯა (ჩანდრასეკარის ზღვარი), რომელიც კომპანიონ ვარსკვლავს გაზს ჰპარავდა (ზეახალი ვარსკვლავი).

 ასე ძალიან რამ შეაშფოთა ეს გალაქტიკა? ცნობილია, რომ ის ე.წ. არაწესიერი გალაქტიკაა, ნომრით M82 მესიეს კატალოგში. მასზე ზემოქმდება, თავისი ძლიერი გრავიტაციით, დიდმა სპირალურმა გალაქტიკა M81-მა მოახდინა. თუმცა, ამ ორი გალაქტიკის ოდესღაც ერთმანეთთან მიახლოების ამბავი ვერ ხსნის მისი ცენტრიდან ამოსული მოწითალო გაზების ბუნებას. ეს შეიძლება იყოს ერთად თავმოყრილი ვარსკვლავური გაზების ნაკადები, რომლებიც საბოლოოდ ერთ მთლიან სუპერქარად გადაიქცა. წარმოდგენილ ფოტომოზაიკაზე სფეციფიური წითელი ფერი გაძლიერებულია, რომელიც იონიზებული წყალბადისთვისაა დამახასიათებელი. მოწითალო ბოჭკოვანი სტრუქტურები სივრცეში 10 000 სინათლის წლის მანძილზეა გაბნეული. “სიგარის” სახელით ცნობილი გალაქტიკა, ჩვენიდან 12 მილიონი სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს. ძალიან კაშკაშაა ინფრაწითელ დიაპაზონში. ხილულ სპექტრში მისი დანახვა, სამოყვარულო ტელესკოპითაც, დიდი დათვის თანავარსკვლავედის მიმართულებით არის შესაძლებელია.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.