ციური დისკო ნებრადან

ციური დისკო ნებრადან

 ნებრას დისკო 30 სანტიმეტრიან ბრინჯაოს ნაკეთობას წარმოადგენს, რომელიც აკვამარინის ფერის ოქსიდის ფენით არის დაფარული, ოქროსგან დამზადებული მზის, მთვარისა და 32 ვარსკვლავის, თანავარსკვლავედ პლეადას (ასტრომოყვარულმა პლეადა გადაიღო)ჩათვლით, გამოსახულებების ჩანართებით. მხატვრული და არქეოლოგიური თვალსაზრისით უნიკალურია. ირიბი მინიშნებების მიხედვით, ჩვენს ერამდე XVII საუკუნის დროინდელ ცენტრალური ევროპის კულტურას(უნეთიცური) უნდა ეკუთვნოდეს.

 ცნობა ისტორიამდელი ციური დისკოს აღმოჩენის შესახებ არქეოლოგების მხრიდან სკეპტიკურად იქნა მიღებული, განსაკუთრებით გერმანიაში. ოქსიდის ფენასთან დაკავშირებით, პეტერ შაუერი რეგენსბურგის უნივერსიტეტიდან ამბობდა: ”თუ ბრინჯაოს ფრაგმენტს წყალს დავასხმათ და რამდენიმე კვირით მიწაში ჩავფლავთ, ზუსტად ასეთივე ფენას მივიღებთ”. მოგვიანებით, კოროზიული კრისტალების მიკროფოტოგრაფირებით ნივთის უძველესი წარმომავლობა დადასტურდა და მეცნიერთა უმრავლესობაც შედეგს დაეთანხმა.

 თუ დისკოს, ბუნიაობის დროს მზის ამოსვლისა და ჩასვლის წერტილებს შორის კუთხის გამოსათვლელად იყენებდნენ, მაშინ ეს არტეფაქტი მსგავსი გაზომვებისათვის საჭირო ყველაზე ძველ გადასატან მოწყობილობად უნდა ჩაითვალოს. დისკოს ასტრონომიულ დანიშნულებაზე მარცხენა და მარჯვენა კიდეებთან რკალისებური ფირფიტების დამატებაც მეტყველებს, რომელიც სხვა წარმომავლობის ოქროთია დამზადებული, მზის, მთვარისა და ვარსკვლავების ოქროსაგან განსხვავებით. რკალები 82 გრადუსიან კუთხეს შემოწერენ, რაც ნებრას განედზე, ზაფხულისა და ზამთრის მზის დგომისას(თანაბარდღეობა მბრუნავ დედამიწაზე), მნათობის მდებარეობებს შორის კუთხეს შეესაბამება. რკალების დამატების დროს ორი ვარსკვლავი მის ქვეშ მოყვა, ხოლო მესამე ოდნავ გვერდზეა გადატანილი(მარცხენა ფირფიტა დაკარგულია).

 გარკვეული დროის მერე დისკოს ქვედა კიდეს კიდევ ერთი რკალისებური ოქროს ფირფიტა დაემატა, რომლის დანიშნულება გაურკვეველია. შეიძლება მზიური ნავი იყოს, მრავალრიცხოვანი ნაკაწრებით მასზე, რომლებიც, ალბათ, ნიჩბებს გამოსახავენ, ან ირმის ნახტომია, ან ცისარტყელა. გარდა ამისა, მიწაში მოხვედრამდე დისკოს კიდეებზე 3 მილიმეტრიანი 39-40 ნახვრეტი გაკეთდა(მექანიზმი ანტიკიტერიდან; ლეგენდარული ”მზიური ქვა” ნაპოვნია; აკრძალული არქეოლოგია; ძველი ცივილიზაციები).

Show Comments Hide Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *