ცეფეიდები და ზეახალი სპირალურ გალაქტიკაში UGC 9391

 რა შეუძლია გვითხრას ამ გალაქტიკამ, სამყაროს გაფართოების ტემპის შესახებ? ალბათ, საკმაოდ ბევრი, რადგან მასში არა მხოლოდ ცვალებადი ვარსკვლავებია(ცეფეიდები. წითელ წრეებში), არამედ დიდი ხნის წინათ ანთებული Ia-ს ტიპის ზეახალიც(ცისფერი ხაზებით). ამ ობიექტებს სტანდარტული ნათობა გაჩნიათ, თან ზეახლებისგან განსხვავებით, ცეფეიდები ახლო გალაქტიკებშიც დაიმზირება. ეს სპირალური გალქტიკა იმით არის მნიშვნელოვანი, რომ სამყაროს ახლო და შორეულ ნაწილებს შორის კალიბრირების საშაულებას იძლევა. ”ჰაბლიდან” მიღებული მონაცემების ახლახანს ჩატარებული ანალიზი გვიჩვენებს, რომ UGC 9391-ის ცეფეიდები და ზეახალი, ადრეული სამყაროს გაფართოების აქამდე დადგენილ სიჩქარეზე მეტი სიჩქარით გვშორდება. ჯერჯერობით, ასეთი განსხვავებულობის ახსნის სენსაციური ვარიანტებიც არის შემოთავზებული, როგორიცაა ფანტომური ენერგია და ბნელი გამოსხივება, ასევე შედარებით ტრადიციულებიც, სტატისტიკური განუსაზღვრელობებისა და სისტემური შეცდომების გაუთვალისიწინებელი წყაროების ჩათვლით. პრობლემის მოსაგვარებლად, მრავალრიცხოვანი ახალი დაკვირვებების ჩატარებაა დაგეგმილი(სამყაროს ზესწრაფი გაფართოება; ნობელის პრემია ბნელი ენერგიისგან).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.