კენტავრის ომეგას მილიონობით ვარსკვლავი

 ამ მაღალი გარჩევადობის ფოტოზე, სფერული ვარსკვლავთგროვა კენტავრის ω (ომეგა (NGC 5139) არის გამოსახული, მდებარე 15 000 სინათლის წლის იქეთ. 150 სინათლის წლის ზომის გროვაში დაახლოებით 10 მილიონამდე ვარსკვლავია თავმოყრილი. ყოველი მათგანი გაცილებით ხნიერია, ვიდრე ჩვენი მზე. 200 ცნობილი სფერული გროვიდან, რომლებიც ჩვენი გალაქტიკის ჰალოში (სუსტად მანათობელი, გაიშვიათებული გაზებისა და ვარსკვლავებისგან შემდგარი სივრცე გალაქტიკების გარშემო) მოგზაურობენ, კენტავრის ომეგა ყველაზე დიდია. ჩვეულებრივ, გროვის შემადგენელი ვარსკვლავების ასაკი ერთნაირია ხოლმე, თუმცა აქ სხვადასხვა პოპულაციის ვარსკვლავებსაც ვხვდებით, რომელთა ასაკი და მეტალების (წყალბადზე და ჰელიუმზე მძიმე ნივთიერებებს ასტრონომები მეტალებს უწოდებენ) შემცველობა საკმაოდ განსხვავებულია. როგორც ჩანს, ეს გროვა ჯუჯა გალაქტიკის ბირთვის ნარჩენია, რომელიც წარსულში ჩვენმა გალაქტიკამ მიიერთა.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.