შეუძლებელი მერკური

 იაპონელმა მენციერებმა, ადრეული მზის სისტემის პირობებში, მერკურის გაჩენის მოდელირება ჩაატარეს. მზესთან უახლოესი პლანეტის ფორმირება სპეციალისტებმა ნაკლებად შესაძლებელ მოვლენად მიიჩნიეს.

 110-ჯერ გაშვებული კომპიუტერული მოდელირებით, ახალგაზრდა მზის პროტოპლანეტური დისკოდან დედამიწის ტიპის პლანეტების ფორმირება ხდებოდა. N სხეულთა ამოცანის ჩარჩოებში, ასზე მეტი პლანეტის ჩანასახი და დაახლოებით 6000 პლანეტოშენადედი იქნა გამოყენებული(ფება, პლანეტოშენადედია; ლუტეცია პლანეტოშენადედი აღმოჩნდა). ვენერასა და დედამიწის გაჩენის რეპროდუცირება შემთხვევათა მეტ რაოდენობაში მოხერხდა, ხოლო მერკურისა და მარსის, მხოლოდ 9 შემთხვევაში.

 მნათობთან უახლოესი პლანეტის ფორმირება 0,27-0,34 ასტრონომიული ერთეულის(1 ა.ე. = 150 მლნ.კმ.) მანძილზე ხდებოდა, ჰქონდა მცირე ექსცენტრისიტეტი(ორბიტის წაგრძელებულობის განმსაზღვრელი პარამეტრი) და დედამიწაზე ხუთჯერ მსუბუქი იყო. პლანეტის ფორმირებაზე, ძირითადად, ჩანასახებში დაგროვებული მატერია მიდიოდა, ხოლო ციური სხეულის დაბადება 10 მლნ.წ. გრძელდებოდა.

”მესენჯერი”(NASA) და მერკური.

 მერკური, 20-ჯერ პატარა და მსუბუქია, ვიდრე დედამიწა(მოკლედ მზის სისტემის შესახებ). საშუალო სიმკვრივე კი თითქმის ერთნაირი აქვთ. მზის სისტემის სხვა პლანეტებისგან მეტალის დიდი ბირთვით გამოირჩევა – რადიუსის 85%. შედარებისთვის, დედამიწის ბირთვის ზომა, პლანეტის მთლიანი რადიუსის ნახევარია. ვენერასა და მარსისგან განსხვავებით, მერკურის, როგორც დედამიწას, საკუთარი მაგნიტოსფერო გააჩნია(ჰიპოთეზა გაზურმტვროვანი დისკოს შესახებ; კიდევ მერკურის შესახებ).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.