შეიძლება ირმის ნახტომი გახდეს კვაზარი?

 ჩვენი ირმის ნახტომიც გალაქტიკაა და როგორც სხვა გალაქტიკები, მის ცენტრშიც ზემასიური შავი ხვრელი მდებარეობს. შეიძლება ამ შავმა ხვრელმა „კვებას“ მოუმატოს და კვაზარი გახდეს? კვაზარი საკმაოდ იშვიათი მოვლენაა გალაქტიკის ცხოვრებაში, ევოლუციის ადრეულ ეტაპზე, როცა ის გაზით არის შევსებული(კვაზარი).

 როგორც წესი, გალაქტიკური მატერია შორს ბრუნავს ზემასიური შავი ხვრელიდან, რის გამოც ხვრელი „საკვების“ კატასტროფულ ნაკლებობას განიცდის. ზოგჯერ გაზის ღრუბელი(გააქტიურებული მშვილდოსანი A*) ან მოხეტიალე ვარსკვლავი თუ მიუახლოვდება ხოლმე ხვრელს, რომელთა ფრაგმენტებად გაგლეჯვის მომენტებს ელვარე ანთბების სახით ხედავენ ასტრონომები(ხვრელის მიერ ვარსკვლავის შთანთქმის კომპიუტერული სიმულაცია). ვარსკვლავით ერთჯერადი წახემსებით კვაზარს ვერ მივიღებთ. ამისათვის ზემასიური შვი ხვრელი უზარმაზარი რაოდენობის მატერიით მუდმივად უნდა ვკვებოთ. აკრეციული დისკო იზრდება, ხვრელის გარშემო გაჩენილი მორევი მზის სისტემაზე დიდი ხდება, მისი ტემპერატურა კი ვარსკვლავისას შეიძლება შევადაროთ. სწორედ ეს დისკო ქმნის კვაზარს, არა თვითონ შავი ხვრელი.

 გალაქტიკის არსებობის პერიოდში მასში მხოლოდ ერთჯერ შეიძლება გაჩნდეს კვაზარი. თუ ეს ხდება, კვაზარი მხოლოდ რამდენიმე მილიონი წელი ცოცხლობს, სანამ ხვრელისთვის მისაწვდომი მატერიის მარაგი ამოიწურება, როგორც წყლის გასასვლელ ხვრელში ჩამდინარე წყლის ნაკადი. მას შემდეგ, რაც შავი ხვრელი მთელს ხელმისაწვდომ გაზებს შთანთქავს, აკრეციული დისკო ქრება, კვაზარიც გამოირთვება, მიმტანები კი სულ მთლად ცარიელი თეფშებით ბრუნდებიან უკან.

 კვაზარი, მზეზე 100 ტრილიონჯერ მეტ ენერგიას შეიძლება ასხივებდეს, თუმცა ჩვენ ძალიან შორს ვართ მისგან და სინათლის ძალიან მცირე რაოდენობას მივიღებთ, ალბათ, ჩვენი მნათობის ნათობის ერთ მეასედ პროცენტს.

 ირმის ნახტომი საშუალო ასაკის გაალქტიკაა და მისი კვაზარული დღეები წარსულს ჩაბარდა. 4 მილიარდი წლის მერე ჩვენი გალაქტიკა თავის გიგანტ მეზობლეს – ანდრომედას შეჯახება. ამ კოლოსალური მოვლენის დროს, ორივე გალაქტიკების ზემასიური შავი ხვრელები ერთმანეთზე ზემოქმედბას დაიწყებენ, ვარსკვლავების, პლანეტების, გაზურ-მტვროვანი ღრუბლების ორბიტებში არეულობის შეტანას(ქვეყნიერების დასასრული(ირმომედა)).

 მატერიის ნაწილი კოსმოსურ სივრცეში გაიტყორცნება, ნაწილს კი შავი ხვრელები გადასანსლავენ. თუ მატერიის რაოდენობა საკმარისი აღმოჩნდა, ირმის ნახტომი ისევ კვაზარად შეიძლება გადაიქცეს. არც ეს მოვლენები მოგვაყენებენ ზიანს. გალაქტიკის პერიფერიაზე მდებარე მზის სისტემა, მეზობელი ვარსკვლავებიდანაც და ზემასიური ხვრელებიდანაც შორს იქნება(კარგად იცნობთ ჩვენს გალაქტიკას?).

 ირმის ნახტომი, ალბათ, მილირდობით წლის წინათ იყო კვაზარი და ამდენივე ხნის მერეც გახდება. ეს საკმარისად საინტერესო მოვლენაა, ნამდვილად ღირს ამისთვის ლოდინი, სულ რაღაც 4 მილირდი წელი, რაშიც მხოლოდ უკვდავება თუ დაგვეხმარება.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.