ყინულოვანი ევროპის კვლევის გეგმა

 ნასას მიერ გამოქვეყნებულ მოხსენებაში, ექსპედიციაზეა საუბარი, რომელიც იუპიტერისეულ ევროპაზე უნდა გაიგზავნოს. მოხსენებაში არა მარტო მისიის განხორციელების დროზე დაიწერა, არამედ აპარატზეც, რომელიც ამ შორეული მთვარის საკვლევად გაიგზვნება.

 ნასას ახლანდელი მისიები, მარსსა და ასტეორიდებს იკვლევს, ხოლო პროგრამა, რომელიც 2020 წელს უნდა დაიწყოს, იქ აპირებს დაშვებას, სადაც კოსმოსურ აპარატს ჯერ არასოდეს ”დაუდგამს” ბორბალი(პლანეტამავალთა კოსმოსური რეკორდები): ევროპა, იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი. რამდენიმე წლიანი მუშაობის მერე, ნასამ 254 გვერდიანი გეგმა გამოაქვეყნა, რომელშიც მისიის მიზნებსა და შორეული ევროპისკენ გასაგზავნ აპარატებზეა საუბარი.

 მოხსენებას, რა თქმა უნდა, კორექტირება მოუწევს განვითარებასთან ერთად, პროექტის ფინანსირებასთან დაკავშირებული საკითხების ჩათვლით. გეგმა ასეთია – კოსმოსური აპარატი 2024 წელს გაფრინდება, ევროპის ზედაპირს კი 2031 წელს მიაღწევს. ექნება სამი მთავრი დავალება: სიცოცხლის ნიშნების ძებნა, მისი არსებობის შესაძლო ადგილები, რომლებიც მომავალში უნდა იქნას გამოკვლეული(სიცოცხლის არსებობისათვის ვარგისი ოკეანე ევროპაზე).

 საქმეში ახალი თაობის ზემძიმე რაკეტა ჩაერთვება – SLS(კოსმოსში გამშვები სისტემა), რომელიც 2020-იანი წლების დასწაყისში ევროპისკენ გასაგზანი მისიების დამატება იქნება. ევროპაზე რბილად დასაშვებად, ე.წ. ციურ ამწესა და რეაქტიული დამუხრუჭების სისტემებს გამოიყენებენ. ამ ყინ ულოვან თანამგზავრზე, უზარმაზარი ოკეანე აღმოაჩინეს, კლდოვანი ფსკერით, რომელიც დედამიწისეულ ოკეანეებს ჰგავს. იმის გამო, რომ დედამიწის ოკეანეთა ფსკერზე, ექსტრემალურ პირობებს შეგუებული უამრავი არსება ბინადრობს, მეცნიერები იმედოვნებენ, რომ იქნებ ევროპას ოკეანეშიც მოხერხდეს პრიმიტიული სიცოცხლის კვალის აღმოჩენა, მათ შორის, ყინულის ზედა ფენებშიც(ევროპისეული სიცოცხლის მტკიცებულება დედამიწაზე).

ე.წ. ცური ამწე, ნასამ უკვე გამოიყენა, ”ცნობისმოყვარეობის” მარსზე დაშვების დორს.

 დასაშვებ აპარატს მინიმუმ 10 სმ. სისქის ყინულის გაბურღვა უნდა შეეძლოს, რათა ზედა ფენიდან ყინულის 5 და მეტი ნიმუშის აღება მოახერხოს. ამის მერე, ნიმუშები მიკროსკოპის ქვეშ მოთავსდება, რომელსაც 0,2 მიკრომეტრის ზომის უჯრედების გარჩევა შეუძლია(სიცოცხლის ყველაზე პატარა ფორმა).

 იუპიტერის ექსტრემალური გამოსიხვება იმაზე მეტყველებს(უძლიერესი პოლარული ნათება იუპიტერზე), რომ თუ ევროპის ზედაპირზე, ოდესღაც, მიკროორგანიზმთა ჩვენთვის ნაცნობი ცილოვანი სიცოცხლის ფორმები არსებობდა, ასეთ გამოსხივებას დიდი ხნით ვერ გადაურჩებოდა. თვითონ აპარატსაც იგივე ელის: რადიაციისგან დამცავ კორპუსში მოთავსბული ელექტრონული მოწყობილობა(როგორც ”ჯუნოს” შემთხევავში), ფუნქციონირებას მხოლოდ 20 დღე შეძლებს, ამიტომ ყველაფერი უშეცდომოთ და სწრაფად უნდა მოხდეს(NASA-ს გველთევზა რობოტი ევროპის ოკეანის მარილიანობის შესასწავლად).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.