უცნაური გამა ანთების მიზეზი

ორბიტალურმა ობსერვატორია „სვიფტმა“ დააფიქსირა უჩვეულო ანთება, რომელმაც მიიღი სახელი Sw 1644+57, 2011 წლის 28 მარტს. თანამედროვე წარმოდგენების მიხედვით ამდაგვარი ანთებების ყველაზე შესაძლო მიზეზი არის ვარსკვლავის სიკვდილი, რომელსაც შავი ხვრელი შთანთქავს – ამ დროს ენერგიის კოლოსალური რაოდენობა გამოიყოფა. ამასთან ერთად ანთების წინასწარმა ანალიზმა აჩვენა, რომ მისი პარამეტრები არ ემთხვევა თეორიულს(კერძოდ, ობიექტი Sw 1644+57 ახლაც ანათებს).

ვარსკვლავის სიკვდილი მხატვრის წარმოსახვაში.

თუმცა მეცნიერებმა ამ განსხვავების ახსნა შეძლეს. მათი თქმით, საწყისი ანთება ვარსკვლავის სიკვდილმა გამოიწვია, რომელიც ერთიდან ათ მილონამდე მზის მასის შავმა ხვრელმა შთანთქა. ეს ხვრელი დედამიწიდან 4 მილიარდი სინათლის წლის იქეთ მდებარე გალაქტიკის ცენტრში იმყოფება, დრაკონის თანავარსკვლავედის მიმართულებით.

Sw 1644+57-ის უჩვეულო მახასიათებლები აიხსნება ერთბაშად ორი ფაქტორის მოქმედებით. მაგალითად, ანთების ჩვეულებრივი ხანგრძლივობა დაკავშირებულია იმასთან, რომ ხვრელმა ვარსკვლავი მთლიანად არ დაშალა, არამედ თანდათანობით ანადგურებს მას. მნათობიდან მოწყვეტილი მატერია, სანამ მოვლენათა ჰორიზონტს იქეთ მოხვდება, წყლის მორევის მაგვარ ორმოში ეხვევა – სწორედ ეს პროცეია შემდგომი ნათების წყარო.

Swift.

ამას გარდა დედამიწა მოხვდა მაღალენერგეტიკული ნაწილაკების მოძრაობის გზაზე, რომლებიც შთანთქმის პირველ ეტაპზე გამოსხივდნენ, ამიტომაც გაგრძელდა ანთება ასე დიდ ხანს. მეცნიერთა თქმით, Sw 1644+57 ერთი წლის განმავლობაში ისევ ჩაბნელდება.

არც თუ ისე დიდი ხნის წინ ობსერვატორია „სვიფტით“ აღმოჩენილ იქნა გალაქტიკა ორი ზემასიური შავი ხვრელით. ლაპარაკია ობიექტ NGC 3758-ზე, ის მდებარეობს ლომის თანავარსკვლავედის მიმართულებით, 425 მილიონი სინათლის წლის მანძილზე დედამიწიდან. სავარაუდოთ მეორე ხვრელი მეზობელ გალაქტიკისთან შეერთებით გაჩნდა.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.