კლდოვანი პლანეტა მიკროლინზირებით აღმოაჩინეს

 მიკროლინზირების მეთოდი ეფუძნება(ისევე როგორც ლინზირების) მასიური სხეულის მიერ მასთან ახლოს მოძრავი სინათლის სხივების გადახრას გრავიტაციული ველით. შედეგად ფორმირდება თავისებური ლინზა, რომელსაც, თუმცა, ცენტრი დაკეტილი აქვს, გამოსახულება კი ძლიერად დეფორმირებული(ზოგჯერ მიიღება ერთი და იგივე ობიექტის რამდენიმე გამოსახულება). ჩვეულებრივი ლინზირების დროს ლინზას როლში გამოდიან გალაქტიკური გროვები და სხვა ზემასიური ობიექტები. ასეთი ლინზირებით შესაძლებელია კვაზარების გადიდებული გამოსახულების, გალაქტიკებისა და სხვა ობიექტების დანახვა, რომლებიც დედამიწიდან მილიარდობით კილომეტრის მანძილზე იმყოფებიან.

მიკროლინზირების შემთხვევაში ლინზას როლში პლანეტა, ვარსკვლავი ან ბნელი მატერიის გროვაც კი შეიძლება იყოს(1933 წელს ზუსტად ეს მეთოდი იქნა გამოყენებული ხსენებული გროვას რეგისტარაციისათვის მაგელანის დიდ ნისლეულში). ახალი კვლევის ჩარჩოებში ლინზას როლი ითამაშა პლანეტამ სახელად MOA-2009-BLG-266Lb. პლანეტის ორბიტა ისეთნაირადაა განლაგებული, რომ მასზე მოძრაობის დროს პერიოდულად ექცევა საკვლევ ვარსკვლავსა და დედამიწელ დამკვირვებელს შორის, რითაც იგი ვარსკვლავის ელვარებას ზრდის(ადიდებს).

ელვარების ცვლილებათა ანალიზით დადგინდა, რომ პლანეტის მასა 10 დედამიწის მასისი ტოლია, ორბიტის ზომა 3,2 ასტრონომული ერთეული(1ა.ე. = 150 000 000 კმ.). ვარსკვლავის შემოვლას პლანეტა 7,6 წელი ანდომებს.

მეცნიერთა თქმით, ახალი შედეგები კარგად ეთანხმება თანამედროვე წარმოდგენებს პლანეტების ფორმირების შესახებ. კერძოდ, აღმოჩენილი ეკზოპლანეტა წარმოადგენს არშემდგარ გაზურ გიგანტს. ამას გარდა, მკვლევართა აზრით, დაკვირვებებმა აჩვენა, რომ გრავიტაციული მიკროლინზირების მეთოდი შეიძლება გამოყენებულ იქნას აპარატ Deep Impact-ზეც, რომელიც ახლა ჰელიოცენტრულ(მზის) ორბიტაზე იმყოფება კომეტა ჰართლი 2-თან შეხვედრის მერე. აპარატის ახალი მისია ჯერჯერობით არ არის გარკვეული.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.