ისევ სწრაფი რადიოანთებები

 ათამდე წელია გასული, რაც ასტრონომები შორეული კოსმოსიდან მოსულ უჩვეულო რადიოანთებებს არეგისტრირებენ(FRB). ყოველ ასეთ ანთებას, მილიონობით ვარსკვკლავის ენერგია გააჩნია, რომელიც სივრცეში წამზე მცირე დროში გამოიფრქვევა.

 ”რა ობიექტებია ამ უჩვეულო ნაკადების წყარო, ჩვენ არ ვიცით, წარმოდგენაც კი არა გვაქვს, თქვენ თითებს ატკაცუნებთ, იმპულსები კი სულ მოდის” – ამბობს ქით ბანისთერი, მენციერული და საწარმოო კვლევების მეგობრობის(CSIRO) ასტრონომი სიდნეიდან(ავსტრალია).

 ერთ-ერთი სწრაფი რადიოიმპულსის წყაროს – FRB1211023, ლოკალიზაციისთვის, ბანისთერის ჯგუფმა სხვადასხვა ტელესკოპები გამოიყენა, მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე დიდი რადიოტელესკოპი – არესიბო, ანტენათა ზედიდი მასივი და ევროპული VLBI ქსელი. დადგინდა, რომ რადიოიპმულსების წყარო, ჯუჯა გალაქტიკაა, რომელიც მეეტლის თანავარსკვლავედის მიმართულებით მდებარეობს, დედამიწიდან 2,5 მილიარდი სინათლის წლის მანძილზე. ჰავაიზე არსებული ტელესკოპით – “ჯემინი”(„ჯემინის“ ექსტრა ადაპტიური ოპტიკა), შემდგომი დაკვირვებებით გაირკვა, რომ ეს გალაქტიკა, ირმის ნახტომზე ათჯერ პატარაა, ამ უკანასკნელის მხოლოდ ერთი პროცენტი მასით.

 ბანისთერის გუნდმა, ამავე დროს, ყველაზე უფრო ელვარე რადიოანთების შესახებ კვლევა გამოაქვეყნა – ”ეს ისეთი ელვარე იყო, რომ ძალით გაგვეჩხირა თვალში. რადიოასტრონომიის საოცრება – წამიერი მოვლენიდან, დიდი რაოდენობით ინფრომაციის ამოღება მოვახერხეთ იმ სივრცის შესახებ, რომელიც სხივებმა გამოიარა” – ამბობს ის(რა შეიძლება იყოს სწრაფი რადიოანთებების წყარო).

 მიუხედავად ამისა, ვერ ვიღებთ პასუხს მთავარ კითხვაზე: რა არის სწრაფი რადიოანთება? ”შეიძლება, სრულიად მარტივი რამ იყოს, ან პირიქით, ახალ ფიზიკაში გასასვლელი კარი” – ამბობს მაქსიმ ლიუტიკოვი(პერდიუს უნივერსიტეტი, ა.შ.შ.).

 ერთი ვერსიის მიხედვით, სწრაფი რადიოანთება, ბლიცარად წოდებული ჰიპოთეტური მოვლენა შეიძლება იყოს – პულსარი, კოსმოსის უძლიერესი რადიოშუქურა, რომელსაც შავი ხვრელი შთანთქავს. ან, ნეიტრონული ვარსკვლავების შერწყმა(ნეიტრონული ვარსკვლავების დიდი გაერთიანება).

 ბანისთერი – ”როგორც არ უნდა იყოს, მას არანაირი სხვა ხილული მოვლენა არ ახლავს თან. ზოგიერთი მათგანი კი რამდენიმე დღიანი პერიოდით მეორედება, რაც კიდევ უფრო გაუგებარია. მოვლენა, ალბათ, რაღაცნაირად შავ ხვრელებს უკავშირდება, რომლებიც ჩვენ მიერ დაფიქსირებამდე შთანთქავს ობიექტს. ან ეს არის აფეთქების ტიპი, რომლის ტელესკოპებით დანახვა შეუძლებელია”.

 შეიძლება, დრო-სივრცული ქსოვილის დეფექტებთან გვქონდეს საქმე. ეს ჰიპოთეტური სიმები, კოსმოსურ მანძილებზეა გადაჭიმული და დენგამტარ წარმონაქმნს წარმოადგენს, რომლებიც წყდება და უძლიერესი რადიოგამოსხივებით ფეთქდება(კოსმოსური სიმი).

 ”სანამ რამე გაირკვევა, ნაკლებად შესაძლებელია, მაგრამ არც უცხოპლანეტელების ფაქტორი უნდა გამოვრიცხოთ. ეს სიგნალები ისეთნაირად მიილევა, როგორც ბუნებრივი მოვლენებისთვის არის დამახასიათებელი და რადიოკავშირისთვის ვერ ივარგებს” – ამბობს ბანისთერი(მოკლე და გაუგებარი).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.