სწრაფი რადიოიმპულსების წყარო დადგენილია

 ერთ-ერთი სწრაფი რადიოიმპულსის წყაროს – FRB1211023, ლოკალიზაციისთვის მკვლევართა ჯგუფმა სხვადასხვა ტელესკოპები გამოყენა, მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე დიდი რადიოტელესკოპი – არესიბო, ანტენათა ზედიდი მასივი და ევროპული VLBI ქსელი(Nature).

 მეცნიერებმა დაადგინეს, რომ რადიოიპმულსების წყარო არის ჯუჯა გალაქტიკა, რომელიც მეეტლის თანავარსკვლავედის მიმართულებით მდებარეობს, დედამიწიდან 3 მილიარდი სინათლის წლის მანძილზე. ჰავაიზე არსებული ტელესკოპით – “ჯემინი”(„ჯემინის“ ექსტრა ადაპტიური ოპტიკა), შემდგომი დაკვირვებებით გაირკვა, რომ ეს გალაქტიკა, ირმის ნახტომზე ათეჯრ პატარაა, ამ უკანასკნელის მხოლოდ ერთი პროცენტი მასით.

 გაირკვა, რომ ეს გალაქტიკა მუდმივად ასხივებს ელექტრომაგნიტურ დიაპაზონში, პერიოდული ანთებებით მათში, რომლებიც FRB 121102-ს ჰგავს. მათი წყარო, გალაქტიკის ცენტრში მდებარე კომპაქტური ობიექტი უნდა იყოს.

 თვითონ გამოსიხვების ბუნება ისევ გაურკვეველი რჩება. წერტილოვანი ობიექტი, ალბათ, შავი ხვრელია, მაგრამ, რატომ არ ასხივებს ის რენტგენში, როგორც სხვები? ასტრონომთა აზრით, რადიოიმპულსი, ზემასიური შავი ხვრელისა და მის გარშემო მოძრავი ნეიტრონული ვარსკვლავის ურთიერთქმედებით შეიძლება ჩნდებოდეს და პერიოდული ხასიათი უნდა ჰქონდეს, რაც არ დაიმზირება.

 სწრაფი რადიოიმპულსი, მცირე ხანგრძლივობის ანთებაა, რომლის დროსაც 10 ათასი წლის განმავლობაში მზის მიერ გამოსხივებული ენერგიის ტოლფასი ელექტრომაგნიტური ენერგია წამიერად გამოიფრქვევა. ამ მომენტისთვის, ოცამდე ასეთი სიგნალია რეგისტრირებული.

 2016 წლის სექტემბერში, ჩინელმა ასტროფიზიკოსებმა FRB 121102-ის გაჩენა, რომელიც 16-ჯერ იქნა დამზერილი, რომელიღაც შორეული ეგზოპლანეტის ასტეროიდული სარტყლით მის გაძლიეერბას დაუკავშირეს(რა შეიძლება იყოს სწრაფი რადიოანთებების წყარო?).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.