სწრაფად მოძრავი ვარსკვლავების გროვა

 ლონდონელმა ასტრონომთა ჯგუფმა, რომელსაც ჯეიმს ჰანთი ხელმძღვანელობს, ორბიტალური ტელესკოპიდან – ”გაია”, გადმოცემული პირველი მონაცემების(DR1) დამუშავების მერე, ჩვენი გალაქტიკის შიგნით, უჩვეულო ვარსკვლავური გროვა აღმოაჩინა. სხვებისგან ის იმით განსხვავებული, რომ მასში შემავალი ვარსკვლავები, გროვას ცენტრის გარშემოც სწრაფად ბრუნავენ და თავიანთი ღერძის გარშემოც.

 ”ასეთი საინტერესო გროვის აღმოჩენა ადვილი არ იყო. DR1-ით მიღებული ინფორმაცია, ვარსკვლავთა ორგანზომილებიან მოძრაობას შეიცავს. კუთხური სიჩქარე, მანძილი და გადაადგილების სხვა პარამეტრები კი არსებული მონაცემებით იანგარიშება. ზუსტად ასევე ხდება ცალკეული ვარსკვლავებისა და გროვების გადაადგილების სიჩქარეების გაგება გალაქტიკის ცენტრის გარშემო” – ამბობს ჰანთი.

 აღმოჩენილ ვარსკვლავთა ჯგუფი, გროვის ცენტრის გარშემო 20 კმ/წმ-ით სწრაფად მოძრაობს, ვიდრე ჩვენი მზე და ლოკალური გროვა. გარდა ამისა, ამ გროვის ყოველი ვარსკვლავი, ღერძის გარშემო ბრუნვის საშუალო სიჩქარესაც კარგად აჭარბებს.

 მეცნიერთა აზრით, ამის მიზეზი, ჩვენი გალაქტიკის ერთ-ერთი დიდი მკლავის – პერსევსი, გრავიტაციული ზემოქმდება უნდა იყოს. ამ მკლავს უკან მდებარე ვარსკვლავები, როგორც წესი, დიდი ხნის განმავლობაში, მკლავის გრავიტაციული ძალით ჩქარდება.

 ჯეიმს ჰანთის მიერ მიღებული შედეგები, გალაქტიკის მკლავებსა და მათ ახლო სივრცეში მოქმედი დინამიური პროცესების თეორიებსა და N-სხეულთა მოძრაობის მოდელირების არსებულ თეორიას ეთანხმება, რომლის მიხედვითაც, მთლიანი მკლავი და მასში შემავალი ვარსკვლავები ერთნაირი სიჩქარით უნდა მოძრაობდეს.

gaia OK

 დამზერილი ფენომენის უკეთ გააზრება მაშინ მოხდება, როცა 2017 წლის ოქტომბერს ”გაიას” მიერ გადმოცემული მონაცემების მეორე ნაკრებიც(DR2) გამოქვეყნდება. ამ ნაკრებში მეტი რაოდენობის დაუმუშავებელი მასალა იქნება, რომლის საფუძველზეც მეტი სიზუსტის გამოთვლები ჩატარდება(ნელა ფართოვდება…; ზესწრაფი ვარსკვლავური გროვა; მზის სისტემაზე ორჯერ ხნიერი ვარსკვლავთგროვა; ირმის ნახტომის ასაკის ტერზან-5).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.