ირმის ნახტომის ასაკის ტერზან-5

მშვილდოსნის თანავარსკვლავედში, 19 000 სინათლის წლის მანძილზე დედამიწიდან, ირმის ნახტომის ბალჯში, სხვებისგან განსხვავებული სფერული ვარსკვლავური გროვა მდებარეობს. ახალი კვლევებით დადგინდა, რომ ტერზან-5, ირმის ნახტომის ფორმირების დროინდელი რელიქტია და ჩვენი გალაქტიკის წარმოშობის შესახებ ბევრ რამ შეუძლია გვითხრას.

 40 წლის განმავლობაში, ტერზან-5 სფერულ გროვად ითვლებოდა, რომელშიც ათასეულობით ვარსკვლავი, მზე-კენტავრის ალფას შორის ზომის სივრცეშია თავმოყრილი. ახალი ტელესკოპების გამოყენებით ჩატარებული დეტალური კვლევით გაირკვა, რომ სრულიად უნიკალურ ანომალიასთან გვაქვს საქმე.

 ”ტერზან 5, რელიქტური სტრუქტურაა, გაცილებით დიდი წარმონაქმნის ნაწილი. შორეული წარსულის გადმონაშთი” – ამბობს კვლევის ავტორი ფრანჩესკო ფერარო. ასეთი წარმოქნამნები წარმოუდგენლად ძველია, მათი შემადგენელი ვარსკვლავები კი მოკლე დროში ჩამოყალიბდა. თუმცა, ტერზან 5 შეიცავს ვარსკვლავთა ორ პოპულაციას. ძირითადი ჯგუფის ასაკი 12 მილიარდი წელია, რაც მთლიანობაში ყველაზე უფრო ცნობილი სფერული გროვების ასაკს შეესაბამება. მეორე ჯგუფი გაცილებით ახალგაზრდაა, როგორც ჩვენი მზე (5 მლრდ.წ.).

 ახალგაზრდა ჯგუფის ვარსკვლავების შემცველობაში არსებული მეტალების (ასტრონომიაში, წყალბადსა და ჰელიუმზე მძიმე ელემენტებს, მეტალებს უწოდებენ) დიდი რაოდენობა იმაზე მიუითითებს, რომ ისინი ზეახლების აფეთქებებით გამოფრქვეული ნივთიერებებით დაბინძურდა. ფრანკოს თქმით, როგორც ჩანს, სფერულ გროვებს ზეახლების მიერ გამოტყორცნილი გაზის თავის სივრცეში შეკავება არ შეუძლია. თეორია, 12 მილიარდი წლის წინათ ირმის ნახტომის ფორმირების შესახებ, გაზისა და ვარსკვლავური ნივთიერებების უზარმაზარი გროვების ურთიერთქმედებაზე არის აგებული, რომლებიც ამ პროცესებში ერთმანეთს შეერწყა. ტერზან-5 ადრე 500-დან 1000-მდე ჯერ მასიური იყო, ვიდრე ახლაა, რაზეც მისი სტრუქტურის შემადგენელი მეტყველებს – ეს იყო გაზით გაბერილი კოსმოსური ”მონსტრი”.

 ფერარო და მისი ჯგუფი სხვა მსგავსი ობიექტების ძებნით არიან დაკავებული. იმის გათვალისწინებით, რომ უკანასკნელი დროის განმავლლობაში ბევრი ახალი ასტრონომიული აღმოჩენები ხდება, იქნებ, კოსმოსის შესახებ კაცობრიობის ცოდნის ბიბლიოთეკა კიდევ რამდენიმე ფასეული მონაცემით შეივსოს (სხვა გროვები; მაინც რა ასაკისაა სამყარო?).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.