საიდან იღებენ კოლაიდერში ასაჩქარებელ ნაწილაკებს?

 ამაჩქარებლებს შორის ყველაზე ცნობილი, დიდი ადრონული კოლაიდერია – მიწის ქვეშ ჩაფლული 27 კილომეტრიანი წრიული მონსტრი. სულ 30 000-მდე ამაჩქარებელი არსებობს, რომელთაც მრავალმხრივი პრაქტიკული დანიშნულება გააჩნიათ, მათ შორის სამედიცინოც – კიბოს მკურნალობის კვლევა. წრფივი ამაჩქარებლები ელექტრონებს მეტალის სამიზნისკენ მიმართავენ, რომელთან შეჯახების მერე მაღალი ენერგიის რენტგენის სხივები წარმოიქმნებიან, მათ კი სიმსივნის უჯრედების განადგურება შეუძლიათ.

 ბირთვული კვლევების ევროპული ცენტრის მეცნიერები(1), საჭირო ნაწილაკების წარმოებას თვითონვე ახდენენ. ყველაფერი წყალბადით იწყება, რომლის ბირთვის გარშემო მოძრავ ერთად-ერთ ელექტონს დუოპლაზმატრონი აძევებს. მარტივად კი ჟღერს, მაგრამ სინამდვილეში, ამ რთულ პროცესში გარკვევა ძნელია იმათთვის, ვინც არ ახლობლობს სტივენ ჰოკინგთან(2) :).


 წყალბადი გაზია, რომელსაც ამაჩქარებლის პირველ საფეხურს აწვდიან – დუოპლაზმატრონს. წყალბადის ატომს ერთი პროტონი და ერთი ელქტრონი გააჩნია. ამ უკანაკსნელს დუოპლაზმატრონში არსებული ელექტრული ველით აცლიან. რჩება პროტონული, ელექტრონული და მოლეკულური იონების პლზმა, გამფილტრავ ქსელებში გავლის მერე მხოლოდ პროტონებიღა რჩებიან.

 ცერნის ფიზიკოსები, კვარკ-გლიუონური(3) პლაზმის შესასწავლად ტყვიის იონებსას აჯახებენ. წამიერად წარმოქმნილი კვარკ-გლიუონური პლაზმა, სამყაროს გაჩენის დროს არსებულ პირობებს ჰგავს.

 თავისით, არც ტყვიის იონები ჩნდებიან(ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა). მათ მყარი ტყვიისგან(ტყვია-208) იღებენ, რომელიც 800 გრადუსამდე გაცხელებით აირად იქცევა. შემდეგ მასში ელექტრულ დენს ატარებენ, რომელიც ნიმუშს აიონიზირებს და პლაზმად აქცევს(გაზის იონიზაცია). მიღებული იონები(ატომები ელექტრული მუხტით, რომლებმაც დაჰკარგეს ან მიიღეს ელექტრონები) წრფივ ამაჩქარებელში გადაჰყავთ, სადაც ისინი კიდევ უფრო მეტ ელექტრონებს ჰკარგავენ. კიდევ უფრო მეტი აჩქარების მიღების მერე, ტყვიის იონები მზად არიან დიდი ადრონული კოლაიდერის მილში ერთმანეთთან შესაჯახებლად(მოკლედ ელემენტარული ნაწილაკების შესახებ).

ვარკ-გლიუონური პლაზმის მიღება ოქროს იონების შეჯახებით(ამაჩქარებელი – RHIC, ა.შ.შ.).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.