”რუსების პლანეტა”

 ფრანგმა და ამერიკელმა მეცნიერებმა იმ ანომალიის ახსნა შეძლეს, რომელიც საბჭოთა თანამგზავრმა – ”ვეგა-2”, ვენერას ატმოსფეროში დააფიქსირა (Nature Geoscience). ვენერას ზედაპირიდან 7 კილომეტრის სიმაღლეზე აღმოჩენილი მკვეთრი ტემპერატურული ცვლილებები, პლანეტის გაზის გარსის ქიმიური შემადგენლის ცვლილებით აიხსნება.

 ვენერაზე ბევრი არაფერია ცნობილი. წინა საუკუნის ორმოცდაათიანი წლების ბოლოს მეცნიერები თვლიდნენ, რომ მზიდან დაშორების მიხედვით მეორე პლანეტა, ახალგაზრდა დედამიწას ჰგავს და მისი სქელი ატმოსფერო ზედაპირზე არსებულ თხევად წყალს მალავს. სამეცნიერო ფანტასტიკური ჟანრის ფილმში (”ქარიშხლების პლანეტა”), ვენერაზე ზღვები იყო და დინოზავრების მსგავსი არსებები ბინადრობდნენ, ნაპოვნი იქნა მოაზროვნე სიცოცლხის კვალიც.

 ნახევარი საუკუნის წინ, მეცნიერების ინტერესს ვენერა უფრო იწვევდა, ვიდრე მარსი. დედამიწის მსგავსად, ისიც სიცოცხლის არსებობისთვის თავსებად ზონაში მოძრაობს, მასა და ზომა, შესაბამისად, მიზიდულობის ძალაც ზედაპირთან, თითქმის იგივეა. მზის გარშემო ბრუნვის პერიოდი კი 224,7 დედამიწისეულ დღე-ღამეს უტოლდება. ზემოთ ხსენებული ფანტასტიკური ჟანრის ფილმის გამოსვლიდან რამდენიმე წლის მერე, გარიკვა, რომ ვენერა გაცილებით უფრო შეუთავსებელია სიცოცხლის არსებობისთვის, ვიდრე მარსი. მისი ატმოსფერო 90-ჯერ სქელია დედამიწისეულზე, ტემპერტურა კი ცელსიუსით 480 გრადუსამდე ადის.

ვენერას ზედაპირის რადიოლოკაციური გამოსახულება(”მაგელანი”, NASA).

 ატმოსფეროში ნახშირორჟანგი დომინირებს, მასში თითქმის საერთოდ არ არის წყალი. ასეთი ტემპერატურული რეჟიმი სათბურის ეფექტით აიხსნება – ქვედა ფენები 13-ჯერ უფრო ცხელია, ვიდრე ზედა ფენები. ვენერას, მერკურისგან და დედამიწისგან განსხვავებით, არა აქვს ტექტონიკა (ალბათ, ძალიან ნელი ბრუნვის გამო, რაც წარსულში პლანეტის ზომის ობიექტთან შეჯახებამ გამოიწვია) და მაგნიტოსფერო, თუმცა, უნდა იყოს აქტიური ვულკანები (ვულკანები ვენერაზე).

 1961-დან 1984 წლის ჩათვლით, საბჭოთა კავშირმა 32 კოსმოსური აპარატი გაუშვა ვენერასკენ, ა.შ.შ-მ – 6. მიუხედავად იმისა, რომ მისიათა ნაწილი ვერ შედგა, ზოგიერთი მათგანის პროგრამაში კი პლანეტის კვლევა არ იყო მთავრი მიზანი, სწორედ ვენერას უკავშირდება სსრკ-ს წარმატება შორეული კოსმოსის კვლევაში. დედამიწის ”დისკენ” გაგზავნილი თანამგზაბვრების მეტ ნაწილს ”ვენერა” ერქვა, ბოლო ორს – ”ვეგა” (ვენერას მზვერავები).

 სხვა პლანეტის ატმოსფეროდან მონაცემების პირველი გადმოცემა, 1967 წელს, საბჭოთა ”ვენერა-4”-მა განახორციელა. დასაშვები მოდული ვენერას ატმოსფეროს წნევამ გაანადგურა, თუმცა გარკვეული ინფორმაციის გადმოცემა მან მაინც მოასწრო. 1970 წელს, მისია ”ვენერა-7”-ის ჩარჩოებში სხვა პლანეტის ზედაპირზე პირველი წარმატებული დაშვება განხორციელდა. მაღალი ტემპერატურისა და უზარამზარი წნევის პირობებში აპარატმა 20 წუთი იმუშავა.

 იდენტური აპარატები ”ვეგა-1” და ”ვეგა-2”, 6 დღე-ღამიანი ინტერვალით, 1984 წელს ბაიკანურიდან (5 ყველაზე დიდი კოსმოდრომი) გაუშვეს. თანამგზავრები გადამფრენი და დასაშვები აპარატებისგან შედგებოდა. გადამფრენი აპარატები, ვენერასთან მისვლის მერე, ჰალეის კომეტისკენ გადაამისამართეს, ეს მისიები წარმატებით დასრულდა (კომეტებზე მონადირენი). დასაშვები მოდულები პირველად იქნა აღჭურვილი აეროსტატებით, ისინი 46 კილომეტრის სიმაღლზე გაიხსნა, ჰელიუმით შევსებასთან ერთდ, 53-55 კილომეტრის სიამღლეზე ასული აპარატების დრეიფი 46 საათი გრძედლებოდა, ამასობაში მათ 11 ათას კილომეტრზე მეტი მანძილი გაიარეს. ”ვეგა-1”-ის მოდული დაშვების სიგნალიზატორის ადრე ამოქმდების გამო პლანეტის ზედაპირს დაენარცხა, ხოლო ”ვეგა-2”-ის მოდულმა რბილად დაჯდომა მოახერხა. მისია ”ვეგამ” გვიჩვენა, რომ ამ პლანეტის შესწავლა აეროსტატების საშულებით შეიძლება. ”არც ძალიან ცხელა, არც ძალიან ცივა, წნევაც შემცირებულია. ჰიპოთეტური ასტრონავტი აპარატიდან გამოსვლას სკაფანდრის გარეშეც შეძლებდა, რომ არა მომწამლავი გოგირდოვანი ღრუბლები” – ამბობს ქოლინ უილსონი, პლანეტოლოგი ოქსფორდის უნივერსიტეტიდან.

 თანამგზავრები ”ვეგა”, საბჭოთა კავშირის (და რუსეთის) უკანასკნელი წარმატებული პლანეტათშორისი მისიები იყო, თუ არ ჩავთვლით ExoMars 2016-ს, აქაც ევროპის წილი დომინირებს. ვენერას კვლევა ა.შ.შ-მ გააგრძელა – ”მაგელანი”, მასთან ახლოს ფრენა – ”გალილეო”, ”კასინი”  და ”მესენჯერი”. 2015 წელს, მუშაობა დაასრულა ევროპულმა – ”ვენერა ექსპრესი”, ახალა კი მის ორბიტაზე მხოლოდ ერთი მუშა თანამგზავრი მოძრაობს, იაპონური – მრავალტანჯული ”აკაცუკი” (”აკაცუკი” ვენერას შესწავლას შეუდგა). 2020-21 წლებში, ვენერასთნ ახლოს გაიფრენს ევროპულ-იაპონური აპარატი – BepiColombo. რუსეთი ”რუსულ პლანეტაზე” დაბრუნებას 2024 წლის მერე გეგმავს (კიდევ ვენერას შესახებ).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.