”აკაცუკი” ვენერას შესწავლას შეუდგა

 იაპონიის კოსმოსური სააგენტოს (JAXA) კუთვნილი ავტომატური თანამგზავრი – ”აკაცუკი”, ვენერას ორბიტაზე ჯერ კიდევ 2010 წელს უნდა გასულიყო, მაგრამ ძრავების გაუმართაობის გამო, ის სამიზნეს აცდა და მზის გარშემო დაიწყო ბრუნვა. 5 წლიანი მოლოდინის მერე, როგორც იქნა, ხელსაყრელი პირობები შეიქმნა და იაპონელმა პეციალისტებმ, მცირე გაწევის სამანევრე ძრავების გამოყენებით, აპარატი ვენერას ორბიტაზე გაიყვანეს.

alatsuki instrumentebi

 300 მილიონი დოლარის ღირებულების, ექვსი კვლევითი ინსტრუმენტით აღჭურვილი აპარატი, ვენერას სქელი ატმოსფეროს შესასწავლად შეიქმნა. მისი საშუალებით, მეცნიერები ცდილობენ გაარკვიონ, რატომ გადაიქცა დედამიწის ზომისა და წარსულში მსგავსი პირობების მქონე პლანეტა, სიცოცხლისათვის შეუთავსებელ ჯოჯოხეთად.

 გეგმის მიხედვით, ვენერას გარშემო ერთი წრე აპარატს 30 დღეში უნდა შემოეწერა, მაქსიმალური დაშორებით 80 ათასი კილომეტრით ყოველ შემოვლაზე. რეალურად, ერთი ბრუნის გაკეთებას 13 დღეში ახდენს, პლანეტიდან მაქსიმალური დაშორების წერტილით – 440 ათასი კილომეტრი. რიგი პროცედურებისა და მანევრების ჩატარების მერე, JAXA-ს სპეციალისტები აპირებენ ეს მაჩვენებლები 9 დღემდე და 310 ათას კილომეტრამდე დაიყვანონ.

 მაღალ ორბიტაზე მოძრაობის მიუხედავად, ”აკაცუკი” დაგეგმილი კვლევების დიდი ნაწილის ჩტარებას მაინც შეძლებს (საინტერესო ფაქტები ვენერაზე).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.