რომელი პლანეტები გვეჩვენება ყველაზე დიდად დედამიწიდან?

 დედამიწიდან მაყურებელი ადამიანის თვალში, მზე და მთვარე ყოველთვის ცის დომინანტები იქნებიან. ამავე დროს ვიცით, რომ იუპიტერი, სატურნი და სხვა დიდი პლანეტები არასოდეს გამოჩნდება ისეთი დიდი, როგორიც მზე და მთვარეა. რატომ?

 მზისა და მთვარის წინაშე ყველა დანარჩენი ფერმკრთალდება, თუ ელვარებაზე ვისაუბრებთ, კუთხური ზომაც, რა თქმა უნდა, მეტი აქვთ: დაახლოებით 30 კუთხური წუთი(30′), ან გრადუსის ნახევარი.

 მზის სისტემის ყველა პლანეტა გაცილებით დიდია, ვიდრე მთვარე, მაგრამ ძალიან შორს მდებარეობის გამო, ფაქტიურად, მანათობელ წერტილებად ვხედავთ მათ. პლანეტები რაც უფრო ახლოსაა დედამიწასთან, მით უფრო დიდი გვეჩვენება, თუმცა მათი კუთხური ზომები იცვლება, რადგან მზის გარშემო მოძრაობის გამო ხან გვიახლოვდებიან, ხან გვშორდებიან.

 ყველაზე მცირე ზომის, თუმცა შედარებით ახლოს მდებარე მერკური – 4,5′′-13′′(კუთხური წამი – 1/3600 გრადუსი).

 ურანი – 3,3′′-4,1′′ და ნეპტუნი – 2,2′′-2,4′′, მათი მცირე ხელული ზომა ძალიან შორს მდებარეობით არის განპირობებული.

 კუთხური ზომის ყველაზე დიდ ვარიაციებს მარსი განიცდის – 3,5′′-25,1′′(მარსი გვიახლოვდება).

 სატურნი, ზომით მეორე პლანეტა მზის სისტემაში – 14,5′′-20,1′′, თუ რგოლებს გავითვალისწინებთ ვარიაცია გაიზრდება – 33,8′′-46,9′′(სატურნის პირისპირდგომა და მისი თანამგზავრების ხილვადობა).

 იუპიტერი, მზის სისტემის გიგანატი, საკმაოდ შორს მდებარეობს, მისი კუთხური ზომის ცვლილება კი ასეთია – 29,8′′-46,9′′.

 ვენერა, დედამიწის დად წოდებული, საკმაოდ ახლოს მოდის დედამიწასთან – 9,7′′-დან შთამბეჭდავ 66′′-მდე. კარგი მხედველობის მქონე ადამიანები, როცა ვენერა ახლოა, მის ფაზას(ვენერას ფაზები) ტელესკოპის გარეშეც კი ამჩნევენ(მოკლედ მზის სისტემის შესახებ).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.