სატურნის პირისპირდგომა და მისი თანამგზავრების ხილვადობა

 მოძრაობს რა სატურნი თავის ორბიტაზე, სხვა გარე პლანეტების მსგავსად(მარსი, იუპიტერი, სატურნი, ურანი, ნეპტუნი), ზოგჯერ, მასა და დედამიწას შორის დაშორება მინიმალური ხდება ხოლმე, რასაც პირისპირდგომას უწოდებენ. ეს მოვლენა ყოველწლიურად ხდება, ორი კვირის წანაცვლებით გასული წლის თარიღის მიმართ. პირისპირდგომისას სატურნის ელვარება იცვლება ხოლმე, რაც პლანეტის მიმართ მისი რგოლების მობრუნების კუთხეზეა დამოკიდებული. არის წლები, როცა რგოლები საერთოდაც არ ჩანს.

 მცირე ზომის ტელესკოპების საშულებით პლანეტის დისკოს, რგოლების, სარტყლებისა და ზონების დანახვაა შესაძლებელი. საშუალო აპერტურის მქონე ტელესკოპებით ხერხდება სატურნის თანამგზავრების, კასინის სიცარიელის, ენკესეული დანაყოფებისა და სხვა საინტერესო დეტალების გარჩევა(რგოლების რუკა).

 მარსისა და იუპიტერისგან განსხვავებით(1), სატურნის დიდი პირისპირდგომები იშვიათია. ძალიან შორს მდებარეობის გამო,  სატურნის პერიჰელიუმი(მზესთან უახლოესი წერტილი ორბიტაზე) და პირისპირდგომა დედამიწის მიმართ საკმაოდ იშვიათად ემთხვევა ერთმანეთს – ყოველი 59 წლის მერე. გარდა ამისა, ისევ და ისევ ძალინ შორს მდებარეობის გამო, სატურნის პირისპისრდგომასა და დიდ პირისპირდგომას შორის რაიმე დიდი განსხვავება არ დაიმზირება.

 მომავალი დიდი პირისპირდგომა 2031 წლის 11 დეკემბერსა და 2032 წლის 25 დეკემბერს იქნება. ელვარებით -0,3m(შეუიარაღებელი თვალი 5m-ს ხედავს. მინუსი ციფრის წინ, ელვარების მატებას აღნიშნავს, მაგალითად, სირიუსი -1,5m. ვარსკვლავური სიდიდე). იმ წლების ზამთრის პერიოდში სატურნი მთელი ღამე ჰორიზონტს ზემოთ ქნება.

 სატურნის წლევანდელი პირისპირდგომა 27 ივნისს იქნება, ვარსკვლავური სიდიდით 0,2m. 200 მილიმეტრიანი სარკის მქონე ტელესკოპით შესაძლებელია სატურნის ყველაზე ელვარე 4-5 თანამგზავრის დანახვა.

სატურნის თანამგზავრების ხილვადობა ტელესკოპის სარკის ზომის მიხედვით

 ცხრილი გვიჩვენებს, რომ იაფეტის ელვარება იცვლება, რაც მზის მიმართ მისი მხარეების მიბრუნებაზეა დამოკიდებული. ზედაპირის ორივე ნაწილი ყინულით არის დაფარული, თუმცა ერთზე, ნახშირბადის მაღალი შემცველობით, რაც სიკაშკაშის შემამცირებელი ფაქტორია.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.