2000 წელია დაბნელებების წინასწარმეტყველება შეგვიძლია. მაგრამ როგორ?

 წარმოიდგინეთ, რომ ნეანდერტალელი ხართ, ხოლო მზე, რომელიც მუდმივად განათებდათ და გათბობდათ, მოულოდნელად დაბნელდა. შეშინებული ხართ და ფიქრობთ: ”რომ აღარ განათდეს? რა ვაწყენინეთ ღმერთებს… წინაპრებს? უი, ისევ განათდა. გადავრჩით”. გადის წლები და ეს მოვლენა მეორდება. ძველ ადამიანს მზის ყოვლისშემძლეობაში უკვე ეჭვი ეპარება და ჩანაწერის კეთებას იწყებს, როდის მოხდა ეს მოვლენები. ასწლეულები გადის, ჩანაწერებში კანონზომიერებას ვამჩნევთ, რითაც ძველი ცივილიზაციები ამ უჩვეულო მოვლენების წინასწარმეტყველებას ახერხებენ.

 ”თვით იდეა იმის შესახებ, რომ ეს შემთხვევით არ ხდება, უკვე შთამბეჭდავია. მესოპოტამიელები პირველად მიხვდნენ ამას, რადგან ყველაფრის ჩაწერის ჩვევა ჰქონდათ. ისინი გრძნობდნენ, რომ ეს შემთხვევითი ბუნებრივი მოვლენები არ არის” – ამბობს ისტორიის პროფესორი ჯონათან საითცი (Drexel University).

 ჯერ კიდევ ჩვენს ერამდე 700 წელს დაწყებული ჩანაწერებით, მესოპოტამიელებმა ე.წ. საროსის ციკლის ხანგრძლივობა დაადგინეს – ინტერვალი მომენტებს შორის, როცა მთვარე, დედამიწა და მზე ერთ ხაზზე გამწკრივდება ხოლმე. ციკლი 18 წელი, 10 დღე და 8 საათის მერე მეორდება, მასთან ერთად კი დედამიწაზე დაცემული ჩრდილიც იცვლება. ეს დამატებითი 8 საათი გვიჩვენებს, რომ დედამიწის ბრუნვასთან ერთად, დაბნელების პოზიციაც იცვლება.

 ძველ ასტრონომებს ყველა დაბნელების ხილვა არ შეეძლოთ (ზოგჯერ ის მხოლოდ ოკეანეებიდან ან დაუსახლებელი კუნძულებიდან დაიმზირება), მაგრამ დაბნელებებს შორის შუალედების დრო საკმაოდ ზუსტად გაზომეს. მოვლენის წინასწარმეტყველება შეეძლოთ, მაგრამ რატომ ხდებოდა ის, არ იცოდნენ.

 ბერძნები

 არისტოტელისა და მისნაირი მოაზროვნეებისთვის მარტო პროგნოზირება საკმარისი არ იყო. ”ბერძნები დაინტერესდნენ მიზეზით, რადგან მოვლენა გაუგებრად ითვლებოდა თუ ვერ ხსნიდნენ მას” – ამბობს საითცი.

 ბერძენმა დამკვირვებლებმა პლანეტების მოძრაობა შეისწავლეს და ისიც დაადგინეს, რომ დედამიწას სფეროს ფორმა აქვს. ტელესკოპები მათ არ ჰქონდათ, ამიტომ მთვარეს მანათობელ ციურ სხეულად განიხილავდნენ, რომელიც ჩვენ მყარ დედამიწას არ ჰგავს და ამ უკანასკნელის მიმართ მოძრაობს. დედამიწა, სამყაროს ცენტრი კი ეგონათ, მაგრამ ის კი გაიგეს, რომ დაბნელება – დედამიწაზე დაცემული მთვარის ჩრდილია. არისტოტელისა და პტოლემეუსის მიერ შემუშავებული მეთოდები იქამდე გამოიყენებოდა, სანამ საუკუნეების მერე კოპერნიკი და ნიუტონი გამოჩნდებოდნენ.

 ”მანამდე, ისლამურ სამყაროში, ასტრონომიასა და ასტროლოგიას დიდი ყურადღება ექცეოდა, იყენებდნენ ძველი კულტურების მიერ დაგროვებულ ცოდნასაც” – ამბობს საითცი.

 კამერა-ობსკურა(ბერძნ.). დახშული ყუთი(ან ოთახი) პატარა ხვრელით ერთ კედელში, რომელიც საპირისპირო კედელზე გადაბრუნებულ გამოსახულებას გვაძლევს(ვიკი).

 მოგვიანებით, ტიხო ბრაჰეს მსგავსი მოაზროვნეები გიგანტურ კვადრანტებს აგებდნენ, მზის მოძრაობაზე დასაკვირვებლად, დაბნელების დროს. აგებდნენ სპეციალურ კამერებს, დაბნელების ინტენსივობის დასადგენად (იოჰან კეპლერი და მისი კანონები). ჩინელებს დაბნელებების წინასწარმეტყველების საკუთარი მეთოდები ჰქონდათ, როგორც ხმელთაშუაზღვისპირელ ხალხს. დაბნელებებს მაიას ტომიც სწავლობდა, მაგრამ ყველა ჩანაწერი კონკისტადორებმა პრაქტიკულად მთლიანად  გაანადგურეს.

 მიუხედავად იმისა, რომ დაბნელებების არსი კარგად ესმოდათ, კულტურათა უმრავლესობა ცუდ ნიშანდ თვლიდა მას (ან, პირიქით – მზის ისტორიული დაბნელება საქართველოში). იტერპრეტაციები ტელესკოპების გამოჩენასათან ერთად იცვლებოდა (პირველი ტელესკოპი), რომლებიც მთვარის ზუსტი ტოპოგრაფირებისა და დაბნელებების უფრო ზუსტი წინასწარმეტყველების საშუალებას იძლოდა. XVI საუკუნის 70-იან წლებში, ასტრონომმა ედმუნდ ჰალეიმ, მომავალი დაბნელებების მიმდევრობა გამოაქვეყნა, რათა ხალხი პანიკაში არ ჩავარდნილიყო, ხოლო დამკვირვებლებს ენახათ, რამდენი ხანი გრძელდება ის სხვადასხვა ადგილებზე (მზის დაბნელების თანმხლები ”შემზარავი ქარის” საიდუმლო). დაბნელებებზე დაკვირვებების თანამედროვე ეპოქა დაიწყო.

 ახლანდელი დრო

 ”ახლა გამოყენებული მეთოდი, IXX საუკუნეში გამოყენებულის მსგავსია. თანამედროვე მეთოდები პირველად ფრიდრიხ ბესელმა (მათემატიკური მოდელი, 1820 წ.) და უილიამ შოვნემ (მოდელის გათანამედროვება, 1855 წ.) გამოიყენეს” – ამბობს ნასას ვიზუალიზაციების ექსპერტი ერნი რაითი.

 სკოლის წიგნებში ნანახი მთვარე სულაც არ ჰგავს ნამდვილს – ის იდეალური სფერო არ არის. დედამიწის მსგავსად მასზეც არის მთები და ვაკეები, რის გამოც კიდეებთან ”დაკბილულია”, ანუ ზედაპირიც უსწორმასწოროა. ”IXX საუკუნის დროინდელ მეთოდებში მთვარე გლუვია, ხოლო დამკვირვებლები ზღვის დონეზე არიან. ასეთი გამარტივება მაშინაა დასაშვები, როცა გამოთვლები ქაღალდზე ხდება” – ამბობს რაითი.

 1940-1963 წლებში, ასტრონომი ჩარლზ ბერლი უოთსი უამრავ დროს ანდომებდა ვარიაციების შედგენას, რომლებიც მთვარის ზედაპირზე დაიმზირებოდა, აკვირდებოდა რელიეფს მთვარის გარე კიდეზე. ამით პროგნოზირების სიზუსტე გაუმჯობესდა. ასევე გაირკვა, რომ დაბნელების ჩრდილი არა ოვალური, არამედ მრავალწახნაგა მრავალკუთხედია, რომელშიც თითოეული კუთხე მთვარის სხეულზე არსებულ უსწორმასწორობას შეესაბამებოდა.

 შემდეგ, საქმეში ჩაერთო NASA-ც. მთვარის ორბიტული აპარატით, მთვარის ზუსტი ტოპოგრაფიული რუკა გაკეთდა, რომელსაც დედამიწიდან გადაღებული ფოტოებით ვერ გააკეთებ.

 რაითმა, მონაცემებით მთვარის ფორმის, დედამიწის ტოპოგრაფიისა და მზის მდებარეობის შესახებ, წარმოუდგენლად დეტალური და ზუსტი რუკა შექმნა იმისა, თუ სად დაეცემოდა დაბნელების ჩრდილი ა.შ.შ-ში.

მზის დაბნელება, მთვარის ჩრდილი დედამიწის ზედაპირზე.

 დღეს, როდესაც ადამიანს აქვს შესაძლებლობა, ზუსტად დააკვირდეს, როგორ კვეთს დაბნელების ჩრდილი დედამიწას, მნიშვნელოვანია, მადლიერების გრძნობით განვეწყოთ იმ ხალხის მიმართ, ვინც ეს შესაძლებელი გახადა; იმათგან დაწყებული, ვინც არ იცოდა რა ხდებოდა, ადამიანებმადე, რომლებმაც კოსმოსური თანამგზავრები შექმენს და დაბნელებების ზუსტი რუკები გააკეთეს (27 ივლისის მთვარის სრული დაბნელება).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.