ხშირად გვესმენია, რომ აქაური სიცოცხლე თავის ასრებობას პლანეტის ბუნებრივ თანამგზავრს უნდა უმადლოდეს, რომლის გრავიტაცია ჩვენი ბრუნვის ღერძს აკავებს, ეს უკანასკნელი კი სტაბილურ კლიმატს გვინარჩუნებს. თუ დედამიწა მთვარეს დაკარგავს, ყველაფერი აირევა და სიცოცხლეც გაქრება. თუმცა, თუ ასტრონომ ჯეკ ლისაუერს დავუჯერებთ, ეს ასე არ უნდა იყოს (ჰიპოთეზა გიგანტური შეჯახების შესახებ).
მეცნიერთა გამოთვლებით, მთვარის შორეთში წასვლის მერე კარგი არაფერი მოხდება – მისი გრავიტაციული ზემოქმედების გარეშე დედამიწის ბრუნვის ღერძის დახრილობა არა 22,0-24,6°-ის ფარგლებში შეიცვლება, არამედ 0-დან 85°-მდე. გამოდის, რომ დროდადრო ჩვენი პლანეტა გვერდზე წამოწვება (ურანი; ურანის ღერძი ერთი შეჯახების შედეგად არ გადახრილა)! თუ ეს მოხდა, თვითონაც ხვდებით, პოლარული დღე და პოლარული ღამე ნორმა არა მრტო პოლუსებისთვის იქნება, არამედ ყველა რეგიონებისთვისაც, რასაც კლიმატის უსათუო ცვლილება მოჰყვება თან. ღერძის 0°-ით გადახრა, ჩდილოეთ რეგიონებს სიცივის გამო სიცოცხლისათვის უვარგისად აქცევს, ხოლო ეკვატორი მუდმივად გადაცხელებული და ასევე უსიცოცხლო გახდება (მზის დგომა, თანაბარდღეობა და სეზონების ცვლილება).
რამდენად შეესაბამება ასეთნაირად დახატული სურათი სინამდვილეს? ასტრონომმა ჯეკ ლისაუერმა, ნასას კვლევითი ცენტრიდან ეიმსში (ა.შ.შ.), რომელმაც თავის დროზე ურანის ორი თანამგზავრიც აღმოაჩინა, ამ ჰიპოთეტური კატასტროფის საკუთარი მოდელის შექმნა გადაწყვიტა. ამ მოდელში დედამიწის არსებობა თავისი თანამგზავრის გარეშე 4 მილირდ წელზეა გათვლილი – ანუ იმდენი ხანი, რამდენი ხანიც დედამიწაზე სიცოცხლე არსებობს. მოდელში არანაირი კატასტროფული სცენარი არ განვითარებულა – 4 მილიარდი წლის განმავლოაბში დედამიწის ღერძის დახრილობას 40 გრადუსს არ გადაუჭარბებია და არც 10 გრადუსზე ქვემოთ დასულა.
”მთვარის გარეშე დედამიწის კლიმატის ვარირება გაცილებით ძლიერი იქნებოდა, ვიდრე ახლაა, თუმცა არც ისეთი კატასტროფული, როგორსაც წინა მოდელები წინასწარმეტყველებდნენ. გეოლოგიური თვალსაზრისით ასეთ მოკლე პერიოდს, თუ იმ დროდ ავიღებთ, რომელიც რთული ფორმების სიცოცხლის ჩასახვისთვის არის საჭირო, ღერძის გადახრები, ორივე მხარეს, მხოლოდ 10 გრადუსით თუ შეიცვლებოდა. რაც პრიმიტიული ორგანიზმების არსებობისთვის მიუღებელ მკვეთრ კლიმატურ ცვლილებებს ვერ გამოწვევს” – განმარტავს ჯეკ ლისაუერი.
აღსანიშნავია, დასძენს ლისაუერი, თუ უმთვარო დედამიწა რეტროგრადულდაც იბრუნებდა (ანუ მზე რომ დასავლეთიდან ამოდიოდეს, როგორც ვენერაზე), რაც ზოგიერთ კლდოვან ეგზოპლანეტებზე შეიძლება ხდებოდეს, ღერძის დახრილობის რყევები კიდევ უფრო მცირე იქნებოდა. ლისაუერის აზრით, დედამიწის ტიპის ეგზოპლანეტები, რომელთაც თანამგზავრი არ გააჩნია, მაშინვე უსიცოცხლოების სიაში არ უნდა შევიყვანოთ – განსაკუთრებით მაშინ, თუ ისინი რეტროგრადულად ბრუნავს.
კლიმატის დიდპერიოდიანი რყევები, დაკავშირებული ღერძის დახრილობის გაცილებით ძლიერ ცვლიელბებთან, მთვარის არ არსებობის დროს, მართლაც მოხდებოდა, თუმცა ვერანაირად ვერ ვუწოდებთ კატასტროფულს. ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ღერძის დიდი დახრილობა გამაცივებელ ეფექტთან ერთად ალბედოს(მზის სხივების არეკვლის უნარი) ზრდის გამო გაუნათებელ ნახევარსფეროში, რაც პოლარული ღამის პერიოდში ყინულების რაოდენობის ზრდას უზრუნველყოფს, პლანეტის მიერ მზიური სითბოს შთანთქმის ეფექტურობას გაზრდიდა. ამან კი გამათბობელი ეფექტი უნდა მოგვცეს, თუ მოდელებს დავუჯერებთ.
როგროც ჩანს, მთვარის დაკარგვა, პრინციპში, კატასტროფულ შედეგებამდე არ მიგვიყვანს. რა თქმა უნდა, კლიმატი შეიცვლება, ოწყლის მოქცევები და მიქცევები გაქრება (1), ღამეებიც უფრო ბნელი იქნება, ვიდრე ახლაა. მთლიანობაში სიტუაცია ძლიერად არ შეიცვლება, რაც იმაზე მეტყველებს, რომ დედამიწის სიცოცხლეზე ძლიერ ზეგავლენას მთვარის არ არსებობაც ვერ მოახდენს (ისევ სიცოცხლის წარმომავლობის შესახებ; უცხო სიცოცხლე; სიცოცხლე დედამიწაზე ადრე გაჩნდა; საუკეთესო დედამიწა…; გარდაუვალი სიცოცხლე; 10 საინტერესო ფაქტი მთვარეზე)…