რა აცხელებს გალაქტიკათშორის პლაზმას

 ასტროფიზიკოსთა საერთაშორისო ჯგუფმა, გალაქტიკური გროვების ცენტრში ასრებული პლაზმის მიერ ტემპერატურის შენარჩუნების მექანიზმი შეისწავლეს(Nature).

 გალაქტიკური გროვების ცენტრში გადაცხელებული პლაზმის ტემპერატურა ათეული მილიონიდან 100 მილიონ კელვინს აღწევს. მის შემედგენელობაში მყოფი იონიზირებული წყალბადი და ჰელიუმი რენტგენის დიაპაზონში ანათებენ.

 ასეთი გროვების ცენტრებიდან გამოსხივებას გამოაქვს ენერგია დროში, რომელიც თვით სისტემის არსებობის დროზე გაცილებით ნაკლებია. ამან ცივი გაზების წარმოქმნა უნდა გამოიწვიოს, შესაბამისად, ამ მოლეკულური ღრუბლების შეკუმშვა პლაზმურ სფეროებად, ანუ პროტოვარსკვლავებად.

 დაკვირვება სულ სხვას გვიჩვენებს. შესაბამისად, მეცნიერთა აზრით, უნდა არსებობდეს მექანიზმი, რომელიც პლაზმის სწრაფ გაცივებას ეწინააღმდეგება. ამის ყველაზე უფრო პერსპექტიული კანდიდატების როლში, გალაქტიკების ცენტრში მდებარე ზემასიური შავი ხვრელები გვევლინებიან.

 ასტროფიზიკოსებმა ენერგიის ასეთნაირად გადაცემის შესაძლო გზები გამოავლინეს. პლაზმის მაღალენერგიულ მდგომარეობაში ყოფნას ტურბულენტური გაცხელება უზრუნველყოფს – შავ ხვრელზე მატერიის ვარდნით წარმოქმნილი დაბალსიხშირიანი ტალღები. ასეთი ტალღა ნივთიერებათა მაგნიტურ ველებში გადადგილდება, ხოლო მისი ჩახშობისას ენერგია პლაზმის იონებს(გაზის იონიზაცია) გადაეცემა(გალაქტიკური გროვა ქალწულში).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.