რატომ ციმციმებენ ვარსკვლავები?

 არ ციმციმებენ, უბრალოდ, ეს შთაბეჭდილება დედამიწელ დამკვირვებელს ექმნება, როცა მის თვალში ატმოსფეროში მრავალჯერადად გარდატეხილი სინათლე ხვდება. ატმოსფეროს გარეთ მყოფი ასტრონავტები ერთგვაროვნად მანათობელ ციურ სხეულებს ხედავენ, ყოველგვარი ციმციმის გარეშე, რაც არ უნდა შორეულ ობიექტს უმზერდნენ ისინი. სქელი ატმოსფეროს მქონე დედამიწის ზედაპირამდე მოსული სინათლის სხივი, სხვადასხვა სიმკვრივის მქონე(ტემპერატურა, ტენიანობა, მტვერი, ტურბულენცია) ჰაერში გავლისას სხვადასხვა მიმართულებით გარდატყდება.

 პლანეტები, მაგალითად, არეკლილი მზის სხივებით ანათებენ და არ ციმციმებენ. ისინი გაცილებით ახლოა და პატარა დისკოებად წარმოგვიდგება და არა წერტილებად, როგორც ვარსკვლვბი. სინათლე ამ დისკოების სხვდასხვა ნაწილებიდან აირეკლება. გარდატეხას ეს სინათლეც განიცდის, თუმცა დისკოს ერთი უბანი ელვარე სინათლეს ირეკლავს, მეორე კი შედარებით სუსტს. ეს ძლიერი და სუსტი ნათება ერთმანეთს ავსებს, გამოსხივების საშუალო ინტენსიურობა უცვლელი რჩება და დისკოს ნათებაში ციმციმი აღარ დაიმზირება. მზეც ვარსკვლავია, მაგრამ ის გაცილებით ახლოა, ვიდრე ვარსკვლავები, რომელთაც ღამე ვხედავთ. წერტილი ნამდვილად არ არის და ერთგავროვნად მოკაშკაშე დისკოს სახით ვხედავთ მას(თინდალის ეფექტი; ;დისპერსია: ატომური თეორია; სინათლის არეკვლის კანონიდიფრაქციასპექტრული ანალიზიელექტრომაგნიტური გამოსხივება).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.