პროტონში უფრო მაღალი წნევაა თუ ნეიტრონულ ვარსკვლავში?

 ჯეფერსონის სახელობის ლაბორატორიის მეცნიერებმა (ა.შ.შ, ვრჯინია), ამაჩქარებლის CEBAF(ელექტრონების უწყვეტი კონის ამაჩქარებელი) და მონაცემთა რთული მათემატიკური დამუშავების გამოყენებით, პროტონის შიგნით წნევის მაჩვენებელი გამოითვალეს. აღმოჩნდა, რომ ეს წნევა, სამყაროს ყველაზე მკვრივი ობიექტების, ნეიტრონული ვარსკვლავების შიგნით არსებულ წნევას აჭარბებს.

 ასეთი მაღალი წნევა, პროტონის შემაგდენელი კვარკების დამსახურებაა, რომლებიც გლიუონებით (მოკლედ კვანტური ქრომოდინამიკის შესახებ) არიან ერთმანეთზე გადაჯაჭვული (არომატული კვარკები:)). ამ წნევის მნიშვნელობა 1035 პასკალია, რაც 1030–ჯერ აჭარბებს წნევას, რომლის პირობებშიც ჩვენ ვცხოვრობთ.

 წნევის მნიშვნელობის დადგენამ მთელი რიგი მათემატიკური გამოთვლების ჩატარება მოითხოვა, რომელშიც პროტონის ყველა ცნობილი თვისება იყო გათვალისწინებული, ე.წ. გრავიტაციული ფორმ-ფაქტორის ჩათვლით. ამ პარამეტრმა ასეთი სახელი იმიტომ მიიღო, რომ მხოლოდ მაშინ შეიძლება გამოვლინდეს და გაიზომოს, როცა პროტონი, გრავიტონთან (გრავიტაციული ურთიერთქმედების ჯერ არ აღმოჩენილი ნაწილაკი) შევა ურთიერთქმედებაში (გრავიტაციული ტალღების აღმოჩენის მნიშვნელობა ყველასათვის გასაგებ ენაზე). სამწუხაროდ, გრავიტონები ჯერ არავის დაურეგისტრირებია და ზოგჯერ, მათი ექვივალენტის როლში ფოტონთა (ელ.მაგნ. გამოსხივების გადამტანი) წყვილი შეიძლება გამოვიდეს.

 გაზომვები, CEBAF-ში აჩქარებული ელექტრონების საშუალებით ტარდებოდა, რომლებიც თხევადი წყალბადის სამიზნეს ეჯახებოდა. ელექტრონები, ფაქტიურად, არა პროტონებს, არამედ მათ შემადგენელ ცალკეულ კვარკებს ეჯახებოდა, რაც ფოტონთა დამატებითი წყვილის გაჩენას იწვევდა (ჭარბი ენერგიის მოშორება). სწორედ ეს წყვილი იქნა გამოყენებული პროტონის გრავიტაციულ ფორმ-ფაქტორად, რომელიც თავის მხრივ, პროტონის შიგნით წნევის დასადგენად გამოიყენეს.

 პროტონის წნევის ზემაღალი მაჩვენებლის ცოდნა კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია ისეთი მნიშვნელოვანი ნაწილაკის კვლევისა, რომლის გარეშე არ იარსებებდა ატომები, მოლკულები და ყველაფერი დანარჩენი. აღსანიშანავია, რომ ჯეფერსონის ლაბორატორიის კიდევ ერთმა ჯგუფმა ამ ნაწილაკის სხვა მახასიათბელი გაზომა – მისი ”მუხტი” სუსტ ურთიერთქმედებაში, რომელიც ზუსტად ჩაჯდა ელემენტარული ნაწილაკების სტანდარტული მოდელის ჩარჩოებში (პროტონის სუსტი მუხტი ექსპერიმენტის საფუძველზე პირველად გაზომეს). იგეგმება პროტონის უკვე ცნობილი მახასიათებლების გადამოწმება, მათი დაზუსტებისა და გაურკვევლობების აღმოფხვრის მიზნით (პროტონის შიგნით; პროტონის რადიუსი ახალი თეორიით შეიძლება აიხსნას)

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.