პროქსიმა b – საუკუნის აღმოჩენა?

პროქსიმა b – საუკუნის აღმოჩენა?

  ევროპელმა ასტრონომებმა სამხრეთული ობსერვატორიიდან(ESO), დედამიწის მსგავსი, სიცოცხლისათვის თავსებად ზონაში მდებარე ეგზოპლანეტის აღმოჩენა დაამტკიცეს, რომელიც ჩვენთან ყველაზე უფრო ახლოს მდებარე(4,25 სინ.წ.) ვარსკვლავის გარშემო ბრუნავს. 1,3 დედამიწის მასის მქონე ეგზოპლანეტა თავის ვარსკვლავს 7 მილიონი კილომეტრით არის დაშორებული, რაც დედამიწა-მზეს შორის მანძილის 5%-ს უტოლდება. პროქსიმა პატარა და მკრთალი ვარსკვლავია, ამიტომ სიცოცხლისათვის თავსებადი ზონა, რომელშიც წყალი თხევად მდგომარეობაში შეიძელება იყოს, გაცილებით ახლოსაა მასთან, ვიდრე შედარებით ელვარე ვარსკვლავებთან.

სიცოცხლისათვის შესაფერისი ზონების შედარება. ვერტიკალურ სკალაზე მოცემულია ვარსკვლავების მასები, ჰორიზინტალურზე მანძილი ასტრონომიულ ერთეულებში. ცისფერი ზოლით სასიცოცხლო ზონაა ნაჩვენები, მუქი ცისფერით – შესაძლო სასიცოცხლო ზონა, ჯერჯერობით უცნობ გარემოებებზე დამოკიდებულებით( ESO, Franck Selsis, Univ. of Bordeaux-ის ილუსტრაცია).

 პირველი ეგზოპლანეტის აღმოჩენიდან დაწყებული(1995 წ.), ასტრონომებმა უკვე 3000 ასეთი ობიექტის არსებობა დაამტკიცეს. ”ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, რომელიც დედამიწის ტიპის პლანეტებით არის სავსე” – ამბობს პედრო ამადო, ანდალუსიის ასტროფიზიკის ინსტიტუტიდან(ესპანეთი). პროქსიმას მსგავსი წითელი ჯუჯები, დედამიწის ზომის კლდოვანი პლანეტების საუკეთესო თავშესაფრად ითვლება.

witeli wertili

 პროექტის ხელმძღვანელის, გილემა ანგალა-ესკუდეს თქმით, ამ პლანტის არსებობის პირველი ნიშნები ჯერ კიდევ 2013 წელს გამოვლინდა. დაკვირვებათა ბოლო დროს ჩატარებულ კომპანიას მკრთალი წითელი წერტილი უწოდეს, კარლ სეიგანის მკრთალი ცისფერი წერტილიდან გამომდინარე, რომელიც მან დედამიწას უწოდა.

 მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა(31 მომაწილე 8 ქვეყნიდან) დოპლერის ეფექტი გამოიყენა(როგორ ეძებდნენ ეკზოპლანეტებს), რათა პროქსიმას ნათებაში მცირე ცვლილებები შეემჩნია, რომელიც 11,2 დღიანი პერიოდებით ხან გვიახლოვდება და ხან გვშორდება, 5კმ/წმ. სიჩქარით. ახალი და ძველი(2000-2014) მონაცემის შედარებით, ასტრონომებმა მკვეთრი პიკი დააფიქსირეს, აღმოჩენის ზღვარზე გაცილებით მაღალი, რაც დედამიწის ზომის ეგზოპლანეტის არსებობაზე მიუთითებს.

 ეს ტექნოლოგია ადრეც არსებობდა, მაგრამ კენტავრის პროქსიმას მაღალი აქტიურობის გამო, ნამდვილი და იმიტირებული სიგნალის გარჩევა ძალიან ძნელი იყო. მისი ნათების ცვლიელბების შესწავლელად ორი სხვა ტელესკოპი იქნა გამოყენებული. ანგალა-ესკუდოს თქმით, შანსი იმისა, რომ ეს იმიტირებული სიგნალია, დაახლოებით 1/10 მილიონზე.

 ჯერჯერობით უცნობია, აქვს თუ არა ამ ეგზოპალენტას ატმოსფერო. პროქსიმას აქტიურობის გამო, პროქსიმა b, რენტგენის გამოსხივების მაღალ დოზებს იღებს, 400-ჯერ მეტს, ვიდრე დედამიწა მზისგან, ამიტომ მისი ატმოსფერო განიავებული შეიძლება აღმოჩნდეს(მარსის ატმოსფეროს ხვედრი).

 ანსგარ რაინერსის(გოთინგენის უნივერსიტეტი, გერმანია) თქმით, ყველფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ როდის მოხდა ეგზოპალნეტის ფორმირება. შესაძლებელია, მისი ფორმირება ვარსკვლავიდან შორს მოხდა, ან პირიქით -ახლოს, ხოლო შემდეგ ახლანდელი ადგილისკენ მოახდინა მიგრირება. ატმოსფეროს შენარჩუნება პირველი სცენარის შემთხვევაში თუ მოხდებოდა(მზის სისტემის ზედედამიწები იუპიტერმა გაანადგურა?; იუპიტერის მიგრაცია).

 ”უამრავი მოდელი და სიმულაცია არსებობს, რომლებიც განსხვავებულ შედეგებს იძლევა, ატმოსფეროსა და თხევადი წყლის შესაძლო არსებობის ჩათვლით” – ამბობს რაინერსი.

 ”წითელი ჯუჯები ტრილიონობით წლები ცოცხლობენ, მზის დარჩენილი სიცოცხლის დროზე ათასჯერ მეტ ხანს. პროქსიმასთან სიცოცხლისათვის თავსებად ზონაში მდებარე მყარი პლანეტა პირველი ადგილი იქნება, სადაც ჩვენი ცივილიაცია მზის სიკვდილის მერე გაემგზავრება” – ამბობს ავი ლიობი(ჰარვარდის უნივერსიტეტი), მილიარდერ იური მილნერის(და სთივენ ჰოქინგის) მიერ წამოწყებული მისიის – Breakthrough Starshot, კონსულტანტი(რაც კენტავრის ალფასკენ გასაგზავნი მისიის შესახებ გაინტერესებდათ…).

იური მილნერი და სთივენ ჰოქინგი.

 ”იმედი გვაქვს, რომ 2060 წლისთვის, კენტავრის ალფასკენ ნანოზონდების გაშვება მოხერხდება. მით უმეტეს, რომ კენტავრის ალფას სამმაგ ვარსკვლავურ სისტემაში, ისეთი სამიზნე იქნა აღმოჩენილი, როგორიც არის პროქსიმა b. იქ შეიძლება იყოს სიცოცხლე, იქნებ, განვითარებულიც. ეს მნიშვნელოვანი შეკითხვებია და მათზე პასუხის მიღებას უკვე ამ ასწლეულში შევძლებთ” – ამბობს პიტერ უორდენი(Breakthrough Prize Foundation).

 დედამიწის მსგავსი პლანეტის ასე ახლო მანძილზე აღმოჩენა, მეტის გაგების საშუალებას მოგვცემს მასზე, შეხების საშუალებასაც კი, ძალიან მალე. ეს საუკუნის აღმოჩენა იქნება, რადგან მის ”მონახულებას” ამ საუკუნეშივე შევძლებთ.

Show Comments Hide Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *