ევროპის სამხრეთული ობსერვატორიის ასტრონომებმა (ESO), ჩვენის მსგავსი სიცოცხლისთვის თავსებად ზონაში მდებარე დედამიწის მსგავსი ეგზოპლანეტის აღმოჩენა დაამტკიცეს, რომელიც ჩვენთან ყველაზე ახლოს მდებარე (4,25 სინ.წ.) ვარსკვლავის გარშემო ბრუნავს. 1,3 დედამიწის მასის მქონე ეგზოპლანეტა, თავის ვარსკვლავს 7 მილიონი კილომეტრით არის დაშორებული, რაც დედამიწა-მზეს შორის მანძილის 5%-ს უტოლდება. პროქსიმა პატარა და მკრთალი ვარსკვლავია, ამიტომ სიცოცხლისთვის თავსებადი ზონა, რომელშიც წყალი თხევად მდგომარეობაში შეიძელება იყოს, გაცილებით ახლოსაა მასთან, ვიდრე შედარებით ელვარე ვარსკვლავებთან.
პირველი ეგზოპლანეტის აღმოჩენიდან დაწყებული (1995 წ.), ასტრონომებმა უკვე 3000 ასეთი ობიექტის არსებობა დაამტკიცეს. ”ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, რომელიც დედამიწის ტიპის პლანეტებით არის სავსე” – ამბობს პედრო ამადო, ანდალუსიის ასტროფიზიკის ინსტიტუტიდან (ესპანეთი). პროქსიმას მსგავსი წითელი ჯუჯები, დედამიწის ზომის კლდოვანი პლანეტების საუკეთესო თავშესაფრად ითვლება.
პროექტის ხელმძღვანელის, გილემა ანგალა-ესკუდეს თქმით, ამ პლანტის არსებობის პირველი ნიშნები ჯერ კიდევ 2013 წელს გამოვლინდა. დაკვირვებათა ბოლო დროს ჩატარებულ კომპანიას მკრთალი წითელი წერტილი უწოდეს, კარლ სეიგანის მკრთალი ცისფერი წერტილიდან გამომდინარე, რომელიც მან დედამიწას უწოდა.
მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა (31 მონაწილე 8 ქვეყნიდან) დოპლერის ეფექტი გამოიყენა (როგორ ეძებდნენ ეკზოპლანეტებს), რათა პროქსიმას ნათებაში მცირე ცვლილებები შეემჩნია, რომელიც 11,2 დღიანი პერიოდებით ხან გვიახლოვდება და ხან გვშორდება, 5კმ/წმ. სიჩქარით. ახალი და ძველი (2000-2014) მონაცემის შედარებით, ასტრონომებმა მკვეთრი პიკი დააფიქსირეს, აღმოჩენის ზღვარზე გაცილებით მაღალი, რაც დედამიწის ზომის ეგზოპლანეტის არსებობაზე მიუთითებს.
ეს ტექნოლოგია ადრეც არსებობდა, მაგრამ კენტავრის პროქსიმას აქტიური ბუნების გამო, ნამდვილი და იმიტირებული სიგნალის გარჩევა ძალიან ძნელი იყო. მისი ნათების ცვლიელბების შესწავლელად ორი სხვადასხვა ტელესკოპი იქნა გამოყენებული. ანგალა-ესკუდოს თქმით, შანსი იმისა, რომ ეს იმიტირებული სიგნალია, დაახლოებით 1/10 მილიონზეა.
ჯერჯერობით უცნობია, აქვს თუ არა ამ ეგზოპალენტას ატმოსფერო. პროქსიმას აქტიურობის გამო, პროქსიმა b, რენტგენის გამოსხივების დიდ დოზებს იღებს, 400-ჯერ მეტს, ვიდრე დედამიწა მზისგან, ამიტომ მისი ატმოსფერო განიავებული შეიძლება აღმოჩნდეს (მარსის ატმოსფეროს ხვედრი).
ანსგარ რაინერსის (გოთინგენის უნივერსიტეტი, გერმანია) თქმით, ყველფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ როდის მოხდა ეგზოპალნეტის ფორმირება. შესაძლებელია, მისი ფორმირება ვარსკვლავიდან შორს მოხდა, ან პირიქით – ახლოს, ხოლო შემდეგ, ახლანდელი ადგილისკენ მოახდინა მიგრირება. ატმოსფეროს შენარჩუნება პირველი სცენარის შემთხვევაში თუ მოხდებოდა (მზის სისტემის ზედედამიწები იუპიტერმა გაანადგურა?; იუპიტერის მიგრაცია).
”უამრავი მოდელი და სიმულაცია არსებობს, რომლებიც განსხვავებულ შედეგებს იძლევა, ატმოსფეროსა და თხევადი წყლის შესაძლო არსებობის ჩათვლით” – ამბობს რაინერსი.
”წითელი ჯუჯები, ტრილიონობით წლები ცოცხლობენ, მზის დარჩენილი სიცოცხლის დროზე ათასჯერ მეტ ხანს. პროქსიმასთან სიცოცხლისთვის თავსებად ზონაში მდებარე მყარი პლანეტა პირველი ადგილი იქნება, სადაც ჩვენი ცივილიაცია მზის სიკვდილის მერე გაემგზავრება” – ამბობს ავი ლიობი (ჰარვარდის უნივერსიტეტი), მილიარდერ იური მილნერის (და სთივენ ჰოქინგის) მიერ წამოწყებული მისიის – Breakthrough Starshot, კონსულტანტი (რაც კენტავრის ალფასკენ გასაგზავნი მისიის შესახებ გაინტერესებდათ…).
”იმედი გვაქვს, რომ 2060 წლისთვის, კენტავრის ალფასკენ ნანოზონდების გაშვება მოხერხდება. მით უმეტეს, რომ კენტავრის ალფას სამმაგ ვარსკვლავურ სისტემაში, ისეთი სამიზნე იქნა აღმოჩენილი, როგორიც არის პროქსიმა b. იქ შეიძლება იყოს სიცოცხლე, იქნებ, განვითარებულიც. ეს მნიშვნელოვანი შეკითხვებია და მათზე პასუხის მიღებას უკვე ამ ასწლეულში შევძლებთ” – ამბობს პიტერ უორდენი (Breakthrough Prize Foundation).
დედამიწის მსგავსი პლანეტის ასე ახლო მანძილზე აღმოჩენა, მეტის გაგების საშუალებას მოგვცემს, შეხების საშუალებასაც კი, ძალიან მალე. ეს, საუკუნის აღმოჩენა იქნება, რადგან მის ”მონახულებას” ამ საუკუნეშივე შევძლებთ (🤔).