პლატონი და მთვარის ალპები

 ამ მკაფიო გამოსახულებაზე ბნელი ფსკერის მქონე 95 კილომეტრიანი კრატერი პლატონი და მზის შუქით განათებული მთავრის ალპების მწვერვალები მოჩანს. ალპები პლანეტა დედამიწაზე მილიონობით წლის განმავლობაში მაღლდებოდნენ, კონტინენტური ფილების ძალიან ნელი შეჯახების გამო(ქანების წრებრუნვა: მოგზაურობა დედამიწის ბირთვისკენ). მთვარის ალპები(შვაბიის) კი უეცარი შეჯახების შედეგად გაჩნდნენ, რომელმაც წვიმების ზღვის სახელით ცნობილი გიგანტური დარტყმითი აუზი წარმოქმნა. ლავით თანაბრად შევსებული ზღვის ბრტყელი ფსკერი მთათა სისტემით არის შემოფარგლული. ადვილად შესამჩნევი სწორი ზოლი, რომელიც მთებს შორის გადის, წვიმებისა და ჩრდილოეთით მდებარე სიცივის ზღვებს აერთებს, მისი სიგრძე 160 კილომეტრს უტოლდება. დიდი კაშკაშა მთა, ზოლიდან მარჯვნივ და ქვემოთ, მონბლანია, მთვარის ალპების ყველაზე მაღალი მწვერვალით(3 კმ.). მთავრის ალპებში ატმოსფერო არ არის, რომ აღარაფერი ვთქვათ თოვლზე, ამიტომ ის, ზამთრის არდადეგებისთვის ვერ ივარგებს(სამთო კურორტი მარსზე), არადა 70 კილოგრამიანი მოთხილამურე მთვარეზე 11 კილოგრამს აიწონის(მთვარის ფერები; მთვარის ქერქი ფორებიანი აღმოჩნდა; აპოლონ-17 შორტის კრატერთან; უცნაური კრატერი არისტარქე; უცნაური კრატერი მთვარეზე – კოსმოსური ხომალდის კვალი?!; კრატერი ტიხო მთვარეზე; დაკარგული კრატერი).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.